რუსეთში ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული ქართული ღვინოებია ამოღებული
საზოგადოება - 11:07, 22 Nov, 2016     1133
სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის ღვინის ბაზარზე ოპერირებადი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „აგორას“ ონლაინ-გაყიდვებიდან ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინის იმიტაციით წარმოებული ღვინის ამოღება მოხდა.

2016 წლის სექტემბრში ღვინის ეროვნულ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „აგორა“ (http://www.agora-group.ru/) ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების - „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ - იმიტაციით, კრასნოდარის მხარეში წარმოებული ღვინის რეალიზაციას ახდენდა. კერძოდ, სარეალიზაციოდ შეთავაზებული პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი იყო აღნიშნვნა „ХВАНЧМАРАУЛИ“.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპანიის ონლაინ გაყიდვებიდან ამოღებულია ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების - „ხვანჭკარასა“ და „ქინძმარაულის“ იმიტაციით ეტიკეტირებული ღვინო.

„აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ 2016 წელს „საქპატენტის“ მიერ რუსეთის ფედერაციაში სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელზე დარეგისტრირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“. ღვინის ეროვნულ სააგენტო კვლავაც განაგრძობს მუშაობას ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო დაცვის კუთხით“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42