ევროკავშირი ქართველ სტუდენტებს TeamLab Georgia-ს სემინარზე იწვევს
საზოგადოება - 19:35, 21 Nov, 2016     1867

სტუდენტებისთვის ბიზნესის განვითარებისადმი მიძღვნილიTeamLab Georgia-ს სემინარი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „ კულტურა და კრეატიულობა“ ერთობლივი ორგანიზებით იმართება, თბილისში ტექნოპარკის ტერიტორიაზე 10 დეკემბერს ჩატარდება.

TeamLab Georgia – ერთდღიანი სემინარია, რომლის მიზანი ერთობლივი პროექტებისა და იდეების შემუშავებაა, მიმართული იქნება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. სემინარის მონაწილეები ერთმანეთს ბიზნეს-იდეებს გაუზიარებენ და სემინარის წამყვანებთან და ექსპერტებთან ერთად განიხილავენ და შეაფასებენ მათ.

სემინარის მონაწილეთა საუკეთესო გუნდი 2017 წლის აპრილ-მაისის თვეში ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში საგანმანათლებლო ტურში გაემგზავრება, რათა გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის ინდუსტრიას. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცემათ.

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აინტერესებს ინოვაციები, ახალი სამეწარმეო იდეები და ტექნოლოგიები.

TeamLab Georgia მოწოდებულია სტუდენტებს დაეხმაროს ჯგუფურ მუშაობაში და იდეების განხორციელებაში. სემინარის ფარგლებში სხვადასხვა პროფილის სტუდენტები გაერთიანდებიან მათ მიერ არჩეული იდეის მიხედვით ჩამოყალიბებული გუნდებში. სემინარის წამყვანები სტუდენტებს ბიზნეს-გეგმის, საქმიანი წინადადებებისა და პრიორიტეტების დასახვაში დაეხმარებიან. ექსპერტების სპეციალური ჯგუფი სემინარის ბოლოს გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.

სემინარში მონაწილეობის მსურველებმა 25 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ განაცხადი და შეავსონ შესაბამის ფორმა - https://goo.gl/hu6ej0 .

გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სემინარის შესახებ ინფორმაციას გაეცნონ Facebook-ის გვერდზე https://www.facebook.com/events/362941224043483/

ან ეწვიონ ვებ-გვერდს - http://creativegeorgia.ge/cg/News/TeamLAB-Georgia.aspx

ასევე შესაძლებელია სემინარის ორგანიზატორებთან დაკავშირება ნომერზე: +995 593 224 286 ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით helen.mechitova@gmail.com.

ВИДЕОРОЛИК ДЛЯ ВСТАВКИ В ТЕКСТ - https://www.youtube.com/watch?v=R3e2UTxrmXM





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42