"ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ათი შემოწმებული სათამაშოდან ცხრაში აღმოჩნდა დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP), რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ DEPH ნივთიერება პლატსმასის დამარბილებელია. იგი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასებში, რეზინებში, საიზოლაციო მასალებში. სათამაშოებში მისი გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია (დაშვებული შემცველობაა არა უმეტეს 1მგ/გ). საქართველოში ეს შეზღუდვა დაწესებული არ არის.
მომხმარებლებს ვურჩევთ მაქსიმალურად მოარიდონ ბავშვები იმ სათამაშოებს, რომელშიც მავნე ნივთიერება აღმოჩნდა.
ინფორმაცია სათამაშოებში აღმოჩენილი მავნე ნივთიერების შესახებ მიეწოდა როგორც შესაბამის მაღაზიებს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტს. ჩვენ აგრეთვე მივმართეთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და სახალხო დამცველს თხოვნით, მიიღონ ზომები მავნე ნივთიერებების შემცველი სათამაშოების საქართველოს ბაზარზე მოხვედრის აღსაკვეთად.
ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოების შემოწმებას და შედეგებს აქ გამოვაქვეყნებთ.“- ნათვამია momxmarebeli.ge-ს მიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები






