თბილისის არქიტექტურის სამსახურში სტაჟიორთა პროგრამა დაიწყო
საზოგადოება - 12:55, 21 Nov, 2016     1032
თბილისის არქიტექტურის სამსახურში, კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო. სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად დაესწრო.

პროგრამა მიზნად ისახავს, თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით წარიმართება. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში. ტრენინგებს ჩაატარებენ უშუალოდ განყოფილებების უფროსები, რომელებმაც, ამ მიმართულებით, სპეციალური კურსი გაიარეს. პროგრამით სპეციალური ლექციები დაეთმობა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრ პროფესორებს.

არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან კომუნიკაციის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ეწვევიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

„ ახალგაზრდები, რომლებსაც გარკვეული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა გააჩნიათ, ამ პროგრამის ფარგლებში, არქიტექტურის სამსახურში გაივლიან სტაჟირებას, ადგილზე გაეცნობიან სამსახურის სპეციფიკას. ისინი მომავალში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის მერიის საქმიანობაში. ასეთი პრაქტიკა, ეტაპობრივად, სხვა სამსახურებშიც დაინერგება. გვსურს, რომ მერიის საქმიანობაში სულ უფრო მეტი გამოცდილი ახალგაზრდა ჩაერთოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის სტაჟიორთა კონკურსი 2016 წლის 15 სექტემბერს გამოცხადა. საკონკურსო კომისიამ 140 კანდიდატის განაცხადი განიხილა, გასაუბრების შედეგად 27 შეარჩიეს.

სტაჟირების პროგრამა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42