"გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა გუნდი..."- "მეფე"დაბრუნდა (ფოტოკოლაჟი)
კულტურა - 18:20, 19 Nov, 2016     12788
„დედაენის ბაღში“ ქართველი მუსიკოსის, პოეტისა და მწერლის ირაკლი ჩარკვიანის „მეფე“-ს ძეგლი გაიხსნა. სკულპტურული კომპოზიცია ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში -სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

სკულპტურული კომპოზიციის ავტორი მოქანდაკე ვლადიმერ იმერლიშვილია. პროექტი მერიის დაფინანსებით განხორციელდა.

„მეფე“-ს ძეგლის გახსნას მისი ოჯახის წევრები ესწრებიან. როგორც მუსიკოსის მამამ გელა ჩარკვიანმა განაცხადა იშვიათია, რომ მამა ესწრებოდეს ხელოვანი შვილის ძეგლის გახსნას. მისი თქმით ეს ძეგლი არა მარტო ირაკლი ჩარკვიანს ეკუთვნის, არამედ მასში პერსონიფიცირებულია მთელი მისი თაობა, რომელიც „მშიერმა მეოცე საუკუნემ გადასანსლა.“ :

„ყოველთვის მახსენდება ის „თოვლიან ქართა დევნით დაღლილი, გადაუქროლებს ჩემს ქანდაკებას მერცხალთა გუნდი, მე ისევ მოვალ, მხოლოდ არავის არ გაუმხილო, რომ მე დავბრუნდი.“ ირაკლის სწამდა რომ მას დაუფასებდნენ და მიხარია რომ ის ასე დააფასეს. მართალია ის ამბობს რომ ნურავის ნუ გაუმხელთ, რომ მე დავბრუნდიო. დღეს ირაკლი დაბრუნდა და ჩვენ ყველას გავუმხილეთ. ერთიც მინდა გითხრათ, იშვიათია, რომ მამა ესწრებოდეს ხელოვანი შვილის ძეგლის გახსნას, უნდა წარმოიდგინოთ როგორი გრძნობებია ჩემს გულში. ისეთი ძლიერი მუხტია, რომ მეჩვენება, რომ ის აუცილებლად გაარღვევს ჩვენი სამყაროს კიდეებს და გავა იმ რეალობაში სადაც მეგულება ირაკლი. ამ ძეგლში, ირაკლის პიროვნებაში არის პერსონიფიცირებული მთელი მისი თაობა, ის ბიჭები, რომლებიც დაუნდობელმა, აგონიაში მყოფმა სისტემამ გაანადგურა, როგორც ირაკლი ამბობდა „მშიერმა მეოცე საუკუნემ გადასანსლა.“ ეს ძეგლი ირაკლისიცაა და იმ დაკარგული თაობისაც. მადლობა მინდა ვუთხრა უპირველეს ყოვლის იმ ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებმაც ეს ორიგინალური და არაორდინალური ძეგლი შექმნეს, მადლობა ქალაქის ხელმძღვანელობსა და მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც არ ივიწყებს ირაკლი ჩარკვიანს“- განაცხადა გელა ჩარკვიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42