გია მურღულიას ინიციატივა - ქართული იდეის სივრცე თბილისში
საზოგადოება - 17:52, 19 Nov, 2016     2716
კერძო სკოლა “ჰამილტონის” დირექტორი გია მურღულია ქართული იდეის სივრცის მოწყობის ინიციატივით გამოდის. მურღულია წერს, რომ ის აპირებს თბილისის მერიას შესაბამისი წინადადებით მიმართოს.

,,რა ან ვინ განასახიერებს ქართულ იდეას? რაგვარ პრინციპებს, რომელ ადამიანებს და რა ღვაწლს ეფუძნება საქართველო?

თუ ღვაწლსა და დამსახურებაზე ვლაპარაკობთ, ვისი ღვაწლია განუმეორებელი და ისეთი, დროის დიდ მონაკვეთზე რომ ახდენს გავლენას ან მის ზემოქმედებას საერთოდაც არ ექვემდებარება?

ვფიქრობ, ქართველ საზოგადოებას შესწევს იმის ნება, ძალა და უნარი, რომ ამ კითხვებს რაციონალურად უპასუხოს.

დასაწყისისთვის, შეიძლება ასე ვიფიქროთ:

ფარნავაზი (ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი), მირიანი (ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამომცხადებელი), ვახტანგ გორგასალი (საქართველოსთვის დარიალის ხეობის კონტროლის საუკუნო ფუნქციის მომპოვებელი), დავით აღმაშენებელი (ქართული პოლიტიკური ძალმოსილების ყველაზე მასშტაბური გამოხატულება), გიორგი ბრწყინვალე (პოლიტიკური გონიერების, გამარჯვებული რაციონალიზმის განსახიერება) - ეს მეფეები. ახლა მოღვაწე-შემოქმედნი: იოანე საბანისძე ("ჩვეულებისაებრ მამულისა სლვის" გამაცნობიერებელი), გრიგოლ ხანძთელი ("უდაბნოს ქალაქმყოფელი"), გიორგი მთაწმდელი (ზნეობისა და ფიქრის ძალმოსელების მამა), შოთა რუსთველი (ახსნაც რომ არ სჭირდება), სულხან-საბა ორბელიანი (რაციონალური ფიქრის რეფორმატორი), ილია ჭავჭავაძე (არც ამის ახსნაა საჭირო)...

ვაპირებ თბილისის მერიას მივმართო წინადადებით, დედაქალაქში გამოიყოს შესაფერისი ადგილი და მოეწყოს მცირე სივრცე, სადაც დაიდგმება ამ ადამიანთა ბიუსტები მათივე განუმეორებელი ღვაწლის მითითებით. ეს იქნება ქართული იდეის სივრცე, რომელმაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა საკრალური მნიშვნელობაც შეიძინოს და სახელმწიფოებრივად თუ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი რიტუალების ადგილად იქცეს. ეჭვი არ მეპარება, რომ თუ კონკურსი გამოცხადდება, ჩვენი ხელოვანი ადამიანები მოძებნიან ამ იდეის განხორციელების სათანადო ფორმას. დაველოდები თანამოაზრეების გამოჩენას“ -წერს პედაგოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42