
31 ოქტომბერს, მოსკოვში, სასტიკად იქნა ნაცემი წარმოშობით ტყიბულელი "კანონიერი ქურდი", 40 წლის გიორგი შირინოვი, მეტსახელად "გიო გიურზა". ნაცემი "გიურზა" ავტომანქნანით საკუთარ სახლში მიიყვანეს, მოსკოვთან ახლოს დასახლება ვიდნოში, თუმცა, მძიმე დაზიანებების გამო, მის ახლობლებს სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება დასჭირდათ.
სასწრაფომ "გიო გიურზა" საავადსმყოფოში გადაიყვანა. მას თავის ქალის მძიმე დაზიანებები ჰქონდა და მიუხედავად ექიმების მცდელობისა, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
რუსული გამოცემა წერს, რომ ეს პირველი მკვლელობაა მოსკოვში, მას შემდეგ, რაც 2013 წელს, მოკლული იქნა ქურდული სამყაროს პატრიარქი "დედ-ჰასანი".
გიორგი შირინოვის სასკვდილო ცემის ვერსიად, საყოფაცხოვრებო მოტივების გარდა, მისი "პროფესიული საქმიანობა" სახელდება.
გიორგი შირინობი ადრე ნასამართლევია საქართველოში. მისი ბიოგრაფია არაფრით გამოირჩეოდა. მის სახელთან "კანონიერი ქურდის" ტიტულის მოხსენიება 2016 წლის იანვრის შემდეგ დაიწყო. გიურზა ე.წ. "ქურდების მეგრული კლანის" ლიდერის მერაბ მზარელუას მიერ იყო ქურდად ნაკურთხი.
მზარელუა მთავარი ორგანიზატორი იყო 2014 წელს, ე.წ. "თურქული კლანის" მიერ წამოყენებული ქურდების, რომლებიც შემდეგ არაქურდად გამოაცხადეს, ლაშა ბარათელის, იკა ჯაბუასა და რეზიკო უბილავას მკვლელობისა. ეს მკვლელობები, მოარული ხმების თანახმად, დაგეგმა მერაბ მზარელუა-უმცროსმა, სახელად "კიკომ". როგორც ჩანს "გიო გიურზა" აქტიურად მონაწილეობდა ამ მკვლელობებში, რის გამოც "კანონიერი ქურდის" სტატუსი დაიმსახურა, თუმცა, როგორც ჩანს, იგივე მიზეზით ეწვია მას სიკვდილიც.
(ფოტო: ლაშა სენაკსკი, გიო გიურზა და კიკო)
მასალის გამოყენების პირობები


