ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია პრობლემის კვლევას აპირებს. თბილისის მერიის დაკვეთით, ორგანიზაცია რეკომენდაციებს შეიმუშავებს, მათ შორის კანონმდებლობის გადახედვის და ასევე საგანმანათლებლო დონის გაზრდის მიმართულებითაც.
“საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველწლიურად 600 ადამიანს შეადგენს. რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, ეს გახლავთ ბავშვები და განსაკუთრებით გაიზარდა ჩვილ ბავშვთა გარდაცვალებისა და ტრავმატიზმის მონაცემები. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაშავდა 3000-ზე მეტი და გარდაიცვალა 61 ბავშვი. ეს საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების მიმართულება საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს”, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის “ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება” ასეთი შემთხვევბის რეალურ მიზეზებს შეისწავლის, რეკომენდაციები ბავშვების ტრანსპორტით უსაფრთხო გადაყვანას, ქუჩაში უსაფრთხო გარემოს შექმნას, ასევე საგზაო მოძრაობის ნორმების დაცვაზე ცნობიერების ამაღლებას შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები






