აღსანიშნავია, რომ კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება კათედრალის ერთ-ერთი ვიტრაჟის ''განკითხვის დღე'' რეაბილიტაციას.
კონცერტს 800-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის ინსტიტუტების და ბელგიის სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმართა შორის ასევე იყვნენ მეფე ბუდუაენის ფონდის წარმომადგენლები.
ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს აქტიური ხელშეწყობითა და ორგანიზებით, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა ბრიუსელს 14 ნოემბერს ეწვია.
საგუნდო კაპელას ბრიუსელის ვოლუვე სენ პიერის მერიამ უმასპინძლა. 15 ნოემბერს გუნდის წევრებს ვოლუვე სენ პიერის მერი, ბენუა კორექსი შეხვდა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ქართული კაპელას მონაწილეობა ბრიუსელის კულტურულ ცხოვრებაში ტრადიციად იქცევა.
მერიაში შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები