დღეს დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით რაგბის კავშირი გულშემატკივრებისადმი მოწოდებას ავრცელებს და მათ სტადიონზე ადრიანად მისვლას სთხოვს. ამასთანავე მათ გავრცლეებულ ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ ვაკის პარკის მხრიდან სტადიონზე გულშემატკივრების შედინება არ მოხდება:
"ძვირფასო გულშემატკივარო! თუ შენ გინდა დაესწრო სამოელების მიერ შესრულებულ საბრძოლო რიტუალ ‘სივი ტაუს’ და აჰყვე საქართველოს ჰიმნს ბორჯღალოსნებთან ერთად - მაშინ დაიჭირე თადარიგი და სტადიონზე მოდი 2 საათით ადრე #მოდიადრე
აგრეთვე მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველო - სამოას მატჩზე დასასწრები ბილეთების დიდი უმრავლესობა უკვე გაყიდულია.
საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მ. მესხის სტადიონზე ჩატარებული საერთაშორისო მატჩების ორგანიზების გამოცდილებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან სტადიონის შესასვლელში დამონტაჟებული 30 გამშვები კარის გამტარობა მთლიანობაში წუთში 180 ადამიანს შეადგენს, - შესაბამისად 25000 ადამიანის შეშვებას მიახლოებით 2,5 საათი სჭირდება. აუცილებლად მიგვაჩნია რომ გაცნობოთ:
- ბილეთების სკანირებისათვის საჭირო ხელსაწყოების ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემებისა და გამშვები კარებების გაუმართაობის გამო, ვაკის პარკის მხრიდან სტადიონზე გულშემატკივრების შედინება არ მოხდება;
- მატჩის დასრულების შემდეგ ვაკის პარკის მიმართულებით ხალხის გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა მოხსნილი იქნება;
- პრობლემური იქნება მანქანების გაჩერება ვაკის პარკისა და კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე;
P.S. გთხოვთ პატივი სცეთ სტადიონის პერსონალის მიერ გაწეულ გულისხმევას და სათუთად მოეპყროთ სპორტული არენის ინფრასტრუქტურას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სამოას მატჩი მიხელ მესხზე 19 ნოემბერს, 15 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეთები იყიდება მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე და ონლაინ ვებგვერდზე: TKT.GE/Rugby"- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები