ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით შსს-ში შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 10:28, 19 Nov, 2016     1578

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ბავშვთა ძალადობისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით, შსს-ში მოზარდებთან შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენლები ბავშვებს ძალადობის ფორმების, მათ შორის, ბულინგის, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის და ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხეების, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის და მათი პრევენციის, ასევე, ძალადობისგან დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ ესაუბრნენ. სამართალდამცველებმა ისეთი დანაშაულებიც განიხილეს, სადაც, შესაძლოა, ბავშვები ჩართული იყვნენ, როგორც მსხვერპლები ან მოწმეები.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის და საკონსულტაციო ცხელი ხაზის - 116006-ის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელმა სტუმრებს კიბერდანაშაულის საფრთხეები გააცნო და ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობლობის შესახებ რჩევები მისცა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი კი მოზარდებს ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის ინსტრუმენტების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

შეხვედრაზე მოზარდებს შსს-ს მიერ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“ გააცნეს, მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და განუმარტეს, რომ კანონით ყველა სახის ძალადობა ისჯება. შსს-ს წარმომადგენლებმა ბავშვებს კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს და ევროსაბჭოს მიერ ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს.

ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღეს ევროპის საბჭოს „ლანზაროტეს კონვენციის“ წევრი ქვეყნები ყოველი წლის 18 ნოემბერს აღნიშნავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42