დავით ნარმანია დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო
საზოგადოება - 18:25, 18 Nov, 2016     1736
თბილისის მერი დავით ნარმანია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილეები, დავით ყიფიანის ოჯახის წევრები და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„დავით ყიფიანი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ფეხბურთელია, რომელმაც ქვეყანას და ქართველ ხალხს არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა, ამიტომ მისი სახელი დღემდე უკვდავია. დღევანდელი ღონისძიება ქმნის კარგ საფუძველს იმისას, რომ მისი სახელი ახსოვდეთ არა მარტო ჩვენს, არამედ მომავალ თაობებსაც“- განაცხადა თბილისის მერმა.

წიგნი, რომელიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოსცა, ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებს, ინტერვიუებს, ფოტოსურათებს და მოგონებებს შეიცავს.

გამოცემის ავტორი ჟურნალ „ათიანის“ მთავარი რედაქტორი გია გორგოძეა.

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დავით ყიფიანმა კლუბთან ერთად საკავშირო ჩემპიონატი, თასი (ორჯერ), სხვადასხვა სინჯის მედლები, 1981 წელს კი თასების მფლობელთა თასი მოიგო. 1977 წელს ის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

2016 წლის 18 ნოემბერს დავით ყიფიანს 65 წელი შეუსრულდებოდა. ის 2001 წლის 17 სექტემბერს მომხდარი ავტოავარიისას დაიღუპა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42