"თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 - დაძლიე დამოკიდებულება" დასრულდა
საზოგადოება - 10:49, 18 Nov, 2016     1430
,,თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 - დაძლიე დამოკიდებულება’’ დასრულდა. ყველაზე მეტი მედლის მფლობელ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდს გრან-პრი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცა.

სტუდენტური ოლიმპიადა თბილისში, 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. პროექტის მიზანი, შემეცნებით, საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდობის ჩართულობით, ანტინარკოტიკული პროპაგანდის წარმოება და ცხოვრების ჯანსაღ წესის პოპულარიზაციაა.

შეჯიბრებები სპორტის ექვს სახეობაში, მინიფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, “ფეინთბოლსა” და ბოულინგში მიმდინარეობდა. გრან-პრის მფლობელის გარდა, თითოეულ მიმართულებაში გამარჯვებული გუნდებიც გამოავლინეს. მათ ფულადი პრიზები, ჯილდოები და სიგელები განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სამსახურის სხვა თანამშრლომლებმა გადასცეს.

თბილისის მერის თქმით, სპორტული ოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. „სტუდენტებს საშუალება აქვთ, გამოავლინონ საკუთარი სპორტული შესაძლებლობები და მათ შორის საუკეთესო გახდეს გამარჯვებული. თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს ამ და სხვა სპორტულ ღონისძიებებს და მომავალშიც გააგრძელებს. გვსურს უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში და ამით ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

სტუდენტურ ოლიმპიადაში დედაქალაქის მასშტაბით, 23 უმაღლესი სასწავლებლის 2500 სტუდენტი მონაწილეობდა. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ,,სამოქალაქო ინიციატივა - საზოგადოების ჯანმრთელობისათვის’’ ორგანიზებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42