კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 18 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის და კვანტალიანის ქუჩის (ვაშლიჯვარი) მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ოთარ ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ბაბუციძის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მახათა“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წინუბნის მაცხოვრებლებს (კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები)
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, კნოლევის, ქართლის, ღოღობერიძის, ილურიძის, დაისის და ქსოვრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






