"ნიუპოსტის" მთავარმა რედაქტორმა ევროკავშირის ეგიდით ჩატარებულ მედიაკონკურსში გაიმარჯვა
საზოგადოება - 16:55, 17 Nov, 2016     4916
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარებულ მედიაკონკურსში, "ნიუპოსტის" მთავარმა რედაქტორმა, ანა კობაიძემ გაიმარჯვა. პროქეტის ფარგლებში, CCHA-მ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პირობების შესახებ მომზადებული საუკეთესო ნაშრომები გამოავლინა. საკონკურსო 15-ი ნამუშევრის შორის ანა კობაიძის სტატია - „ოცნებაგამქრალი დევნილები და პრობლემები, რომელიც ლამაზად "შეფუთული" დასახლებების მაცხოვრებლებს მეორედ დევნის“ - საუკეთესოდ დასახელდა.


გამარჯვებულ ნამუშევართა შორისაა Georgia Today”-ს რედაქტორის ქეით დევისის - "Give a Man a Fish… Georgian IDPs in Western Georgia".

საუკეთესო სამეულში მოხვდა ჟურნალისტ ლიკა ჟორჟოლიანის სტატიაც: «Квартирный вопрос» для беженца, რომელიც newcaucasus.com - ზე გამოქვეყნდდა.

ჰუმანიტარულმა ცენტრმა CHCA მიმდინარე წლის 13 ნოემბერს საუკეთესო სტატიის შექმნისა და მედია ტურში მონაწილეობისათვის ჟურნალისტებს დიპლპმები და ძვირადღირებული საჩუქრები გადასცა. მედიის წარმომადგენლები 23, 24 25 სექტემბერს ქუთაისის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ფოთის და ბათუმის დევნილთა დასახლებებს ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს დევნილთა საცხოვრებელი პირობები და გაესაუბრნენ დევნილებს. ჟურნალისტებმა დევნილთა პრობლემებსა და მდგომარეობაზე ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ნამუშევრები გამოაქვეყნეს. სპეციალურმა ჟიურიმ ნამუშევრები შეაფასა და მათ შორის სამი საუკეთესო სტატია გამოავლინა. საუკეთესო სტატიის ავტორებს პლანშეტები გადაეცათ. კონსკურსში მონაწილეობას სხვადასხვა მედიიდან 15 ჟურნალისტი იღებდა.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე“ ფარგლებში. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით 2015-2016 წწ. ახორციელებდა მასშტაბურ პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის”. პროექტის მიზანი გახლდათ იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი) მიმდინარეობდა.

ფოტო გადაღებულია ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო ლიცეუმის შენობაში არსებულ დევნილთა ჩასახლებაში - ავტორი ანა კობაიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42