iPhone+-ის დირექტორმა საქართველო დატოვა
საზოგადოება - 16:16, 17 Nov, 2016     5785
iPlus-ის დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა საქართველო დატოვა. როგორც "აიფონ პლუსის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, 21 ნოემბერს, სასტუმრო "რედისონში" "აიფონ პლუსის" წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. მათივე ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის iTechnic-თან კავშირების უტყუარი დამადასტურებელი ახალი მტკიცებულებები. ასევე, წარმოდგენილი იქნება დამატებით ფაქტები ვალერიან ცერცვაძის და მისი მეუღლის მცდელობებებზე "აიპლიუსის" მიზანმიმართულად გაკოტრებასთან დაკავშირებით.

"კომპანია iPlus 21 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციაზე გაჟღერებული იქნება, სასამართლო სისტემის გავლენიანი მაღალჩინოსნის ვალერიან ცერცვაძის ინტერესები, უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებები iPlus-ის წინააღმდეგ, რაც საქართველოს ბიზნეს გარემოს კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს.

გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ახალი დეტალები და სახელმწიფოს მიერ მიღებული, თუ მიუღებელი ზომები თავაშვებული ბოროტების აღსაკვეთად.

პრესკონფერენციაზე "აიპლუსის" დამფუძნებელი ვიდეოზარით ბრიუსელიდან ჩაერთვება. მამუკა მარღიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველო დაეტოვებინა.

პრესკონფერენციაზე დაშვება ხორციელდება საშვის საშუალებით, გთხოვთ დაგვიკავშირდით +995 (32) 2 19 60 60" - ნათქვამია "აიფონ პლუსის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "აიფონ პლუსს" კონკურენტი კომპანიის, "აიტექნიკის" სარჩელის საფუძველზე 1 600 000 ლარის ყადაღა დაადო. თავის მხრივ, iPlus-ი სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის გავლენებს უკავშირებს. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, iTechnic-ის რეალური მფლობელი ვალერიან ცერცვაძეა, რომელსაც ოფიციალურად წილები ცოლის ძმის ბექარ მიქუჭაძის სახელზე აქვს გაფორმებული, ხოლო iTechnic-ის გენერალური მენეჯერი მისი მეუღლე გვანცა მიქუჭაძეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42