"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, დაზიანება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშენებული ბეტონის ფილების ზეწოლამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამუშაო ჯგუფები და მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს. სამუშაო პროცესს, ასევე ართულებს ადგილზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რის გამოც საჭიროა უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვა.
დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკური სამუშაოების წარმოება რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათიდან 18 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: სამგორის რაიონში: კახეთის გზატკეცილს, ვარკეთილის მესამე მასივს, შუამთის, საცხენისის, ელდარის, კალოუბნის, გახოკიძის და ბერიშვილის ქუჩებს. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები






