ვინ არის ჩცდ-ს მაიკოს რჩეული მამაკაცი და რა მოჰყვა თენგოსთან კოცნის სცენას კადრს მიღმა?
კულტურა - 14:32, 16 Nov, 2016     62615
„როგორც ჩემი მეგობრები აღნიშნავენ მხიარული ვარ ძალიან, მაგრამ მაქვს ხოლმე რთული დღეებიც“, - ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბრისას „ჩემი ცოლის დაქალების“ „მარკეტინგის მენეჯერის“ როლის შემსრულებელი. ეს რთული დღეები მსახიობ ნინო ოკუჯავას, რომელიც მაიკოს ანსახიერებს, სულ ცოტა ხნის წინაც დაუდგა, ეს მაშინ როდესაც სერიალში თენგოსთვის ტუჩებში მოუხდა კოცნა, ხოლო კადრს მიღმა კი შეყვარებულთან ახსნა-განმარტებები... ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი უფრო ახლოს გავიცნოთ ჩემი ღიმილიანი რესპონდენტი.პირველი შთაბეჭდილება ასეთია - ლამაზი, უშუალო და ხალისიანი...

ინტერვიუ, ოფისში ჩავწერეთ, აქ ის სერიალის მსგავსად მენეჯერად მუშაობს. პროფესიით მსახიობია, სერიალში ქასთინგით მოხვდა. ჰყავს შეყვარებული, რომელთანაც ურთიერთობა ავსებს და ამით ბედნიერია. უნდა რომ გარშემო ბევრი ბედნიერი დადიოდეს, ამიტომაც არ სჩვევია ცუდი განწყობის სხვისთვის „გამხელა“.


ნინო ოკუჯავა: თუ ცუდად ვარ ვცდილობ მეგობრებს და გარშემომყოფთ ეს ჩემი ცუდად ყოფნა არ გადავდო. ჩემთვის ვარ ხოლმე ცუდად. ვცდილობ ყოველთვის გაღიმებული და მხიარული ვიყო სხვასთან.

-რამ შეიძლება გამოიწვიოს განწყობის გაფუჭება?

-ხანდახან კონკრეტული მიზეზი არც კი არის, შეიძლება დილით უბრალოდ უხასიათოდ გავიღვიძო. ზოგჯერ არის ხოლმე მიზეზები, მაგრამ ეს გარეგნულად არასოდეს ამესახება...

-რამდენად მოგწონს შენი პერსონაჟი, როგორი ტიპაჟია და გგავს თუ არა რამით?

-სიმართლე რომ გითხრათ მაიკო არ მომწონს. ის არის გოგონა, რომელიც ფულისა და წინსვლის გამო აკეთებს მიუღებელ რაღაც-რაღაცებს. ჩემთან ახლოს არ არის ეს პერსონაჟი საერთოდ. მე ცხოვრებაში მაიკოსნაირად არ მოვიქცეოდი... მგავს იმით რომ ისიც მენეჯერია და მეც. და არის ძალიან პრანჭია. მეც მიყვარს გაპრანჭვა, შოპინგი, თავის მოვლა .

-მაიკო მიზანდასახული და პრინციპულიც არის, შენ რამდენად გახასიათებს პირად ცხოვრებაში პრინციპულობა?

-რომ გითხრათ ძალიან დალაგებული პირადი ცხოვრება მქონდა-თქო, არა. ამ ეტაპზე კი დალაგებულია, მაგრამ ყოველთვის არეული მქონდა. იყო რამოდენიმე ისეთი სიყვარული, რომელიც მერე ცუდად დასრულდა და ბევრი ტკივილი მომიტანა. საკმაოდ დიდხნიანი ურთიერთობა მქონდა ორი და ორივეს შემთხვევაში ბოლოს გავიგე, რომ თურმე ერთმანეთს ვერ ვუგებდით.

-ამ ეტაპზე რა ხდება?

-ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი პირადი ცხოვრებით. შეყვარებული ვარ უკვე წელიწადნახევარია და ვარ ბედნიერი. ვფიქრობ, რომ ეს სიყვარული არის ნამდვილი. ძალიან მინდა რომ ეს სიყვარული ბოლო იყოს. აღარ მინდა რაღაც ტრაგიკულად დამთავრდეს, ჩხუბებით, ტირილებით...

-რის გამო მოგდიოდა შეყვარებულებთან ჩხუბი?

-ეჭვიანობის გამო ხშირად ვკამათობდით, თან დაუმსახურებელი ეჭვიანობის გამო. ორივე შემთხვევაში ასეთი ბიჭი აღმოჩნდა ჩემი შეყვარებული. უაზროდ ეჭვიანობდნენ. მერე ამ ყველაფერს მოჰყვებოდა გარჩევები, განხილვები...

- რა მოხდა მაშინ, როდესაც სერიალში თენგოსთან კოცნა მოგიხდა, არ იეჭვიანა შეყვარებულმა? არ ჰქონდა პრეტენზია შენთან?

-კი ჰქონდა, არა მგონია სადმე ვიპოვოთ ქართველი მამაკაცი, რომელსაც გაუხარდება ამგვარი სცენა და უი რა კარგიაო იტყვის ამაზე. გვქონდა პრობლემები, რამდენიმე დღიანი კამათები, მაგრამ ვეცადე მაქსიმალურად ამეხსნა, რომ ეს არის როლი და პირადი, რეალური ცხოვრება არის აბსოლუტურად სხვა ... და რაღაც ბრძოლის შემდეგ მივაღწიეთ იმას, რომ შეეგუა ამ ყველაფერს ცივილურად.

-შემდეგ სცენაში რომ უფრო თამამი სცენის მორგება მოუხდეს შენს პერსონაჟს, რას იზამ?

-გახდით, ვერ გავიხდი. და არა მარტო იმიტომ რომ შეყვარებულს არ მოეწონება, რა თქმა უნდა შეყვარებულსაც არ მოეწონება, და ჩემი პირადი გადაწყვეტილებაც იქნება... არა მგონია ამ სერიალში გამაშიშვლონ,

-ანუ ქართული ტრადიციებიდან და ქართული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, არის შენში რაღაც კომპლექსები.

-კი, ამ მხრივ არის კომპლექსები, მეუხერხულება. ასეთი თამამი სცენა არასოდეს მქონია და რომც მქონდეს ალბათ ვერ გავბედავ, რომ ასე სახალხოდ და ამდენ ადამიანის წინ გავიხადო.

-კოცნის შემთხვევაშიც იყო უხერხულობა?

-რა თქმა უნდა იყო. ჯერ რეპეტიცია გავიარეთ. ორივეს ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ ბოლოს შედგა და კარგი გამოვიდა.

-შეყვარებული შეამზადე წინასწარ?

-კი სცენარი მომივიდა თუ არა, პირველი ჩემს შეყვარებულს ვუთხარი. რეაქცია ვიცოდი როგორი ექნებოდა წინასწარვე, მაგრამ მაინც ვუთხარი. ძალიან განიცადა. თან არ არის მსახიობი, მსახიობი უფრო გაგიგებს, იურისტია პროფესიით. მაგრამ ბოლოს გამიგო კიდეც და ახლა ძალიან მშვიდად ვსხედვართ და ვუყურებთ ჩემს სერიებს.

-როგორია შენი იურისტი ბიჭი?

-ძალიან თბილია, ყურადღებიანი, ყველასგან განსხვავებული, ცდილობს ყველაფერში გამიგოს, ჩემი საუკეთესო მეგობარია.

-ქორწილს როდის აპირებთ?

-ჯერჯერობით არა. საერთოდ არ ვსაუბრობთ ამ თემაზე. ქორწილზე არ ვფიქრობთ. რაღაც-რაღაცები გვაქვს ბევრი მოსაგვარებელი, ამიტომ ახლო მომავალში არ ვგეგმავთ.

-როგორ აღმოჩნდი ამ როლზე?

-დამირეკა ეკა მჟავანაძემ, ქასთინგის მენეჯერმა, თავიდან ერთჯერადი უნდა ყოფილიყო ეს როლი, მერე ისევ დამირეკეს, ისევ გვჭირდება მაიკოო. მერე უკვე მომივიდა და მომივიდა სცენარები. ასე განვითარდა როლი, რამაც ძალიან გამახარა.

-როგორია სერიალში მუშაობის პროცესი?

-სახალისოა, ბევრს ვიცინით, ვმხიარულობთ, ჯგუფი არის ძალიან კარგი, მეგობრულები არიან, თბილი გარემოა და ძალიან მომწონს იქ ყოფნა. მომწონს გადაღების პროცესიც და კამერებთან მუშაობა.

-თავი გეტკინა? როდესაც სერიალში მთვარისა-ლუნამ „თმებით გათრია“?

-თავი იმდენად არა, რამდენადაც ფეხები და ძვლები, რაც ვარდნამ გამოიწვია. მეორე დღეს რომ გავიღვიძე სილურჯეები და „სინიაკები“ მქონდა მთელ ტანზე. დაბეჟილობები სხეულზე.

-ქუჩაში გცნობენ ალბათ, რა რეაცია აქვთ?

-კი მცნობენ... სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვთ, უმეტესწილად თბილი, გიღიმიან, რაც ძალიან მომწონს. მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე უხეში შეძახილებიც - „შენ ტარზანას დაქალოოო“, მაძახებენ ხოლმე ბავშვები. მაგრამ ძირითადად კარგად მხვდებიან. რაც ძალიან მახარებს. ტაქსის მძღოლები მცნობენ ყველაზე მეტად -ბიზნესის საქმეები, როგორ მიდისო, - პირველი ამას მეკითხებიან.

-ამ ოფისშიც მენეჯერი ხარ?

-აქ ოფის მენეჯერი ვარ, უცხოეთიდან ჩამოგვაქვს სამედიცინო აპარატურა და მერე სამედიცინო დაწესებულებებში ვანაწილებთ. გვაქვს ჩვენი ესთეტიკური ცენტრი და ვამარაგებთ პროდუქციით.

-აქაც ისეთივე წარმატებით მიგყავს საქმე როგორც სერიალში შენს გმირს?

-ვთვლი, რომ კი. სამი წელია რაც აქ ვმუშაობ და ძალიან ოჯახური გარემო გვაქვს, იდილია. იმდენად მიყვარს და იმდენად შევეწყვე ამ ყველაფერს, რომ ვერ წარმომიდგენია, ჩემი თავი ამ სასმსახურის გარეშე.

-ოცნებად რა გაქვს?

-ჩემი მთავარი ოცნება არის ჯანმრთელი ვიყო და მოხუცებულობამდე მივაღწიო ჯანმრთელად. მამა სიმსივნით გარდაიცვალა და ამის შემდეგ ჩაყოლილი მაქვს, რომ ეს გენეტიკურია, რომ მეც რაღაც მსგავსი აღმომაჩნდება... ამიტომ დავრბივარ ექიმებში. ხან ავიჩემე, რომ მკერდის კიბო მქონდა, ხან ფილტვის სიმსივნე. სულ იმის განცდაში ვარ რომ რამე არ დამემართოს. ამიტომ ერთადერთი რაც ყველაზე ძალიან მინდა ვიყო ჯანმრთელობაა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42