როგორც "ნიუპოსტს" სასამართლოდან აცნობეს, გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გათავისუფლდება.
ვინ არის 10 თვის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული ქალბატონი? როგორც ერთ-ერთი საიტიდან ირკვევა, ის ელენე სიმონიშვილია, რომელიც თავად წერს, რომ მან ძიძობა ოჯახური პირობების გამო გადაწყვიტა.
,,პროფესიით ვარ მოცეკვავე, მაგრამ ქმრის დაკარგვის შემდეგ და აგრეთვე, ჩემი ოჯახური პირობების გამო მომიწია ძიძად მუშაობა და ისე მოხდა, რომ ძიძობა ჩემს მეორე პროფესიად იქცა. მეტი რა გითხრათ? დანარჩენს, როცა შევხვდებით, მერე გიამბობთ“ - წერს ქალბატონი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ე.ს. არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა ცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.

მასალის გამოყენების პირობები






