,,ორი ვაშლიდან“ დაწყებული ქართველი მხატვრის ისტორია - სულ მალე ეკა ტყემელაძე ,,ფაბრიკაში“ - ექსკლუზივი
კულტურა - 13:53, 15 Nov, 2016     5066
„თუ უკვე იცი რა გინდა მაშინ რქებით უნდა მიაწვე მიზანს, არ უნდა დანებდე,“ - ამბობს ეკა ტყემალაძე. ის ახლა გერმნანიაშია, მალე სურვილს აისრულებს და სამხატვრო აკადემიაში გააგრძელებს სწავლას. მანამდე იყო ისრაელში ყოფნის რამდენიმე წელი და გადაწყვეტილება, რომელმაც ჩვენი რესპონდენტის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

„მარტო ვცხოვრობდი, კვირაში 6 დღე ვმუშაობდი, ნერვები მეშლებოდა საკუთარ თავზე, რომ სამსახურის მეტს ვერაფერს ვხედავდი. ერთხელაც გაბრაზებულმა ავიღე საფულე და შაბათს, დასვენების დღეს არტ მაღაზიაში მთელი ხელფასი დავტოვე“...

ასე დაუბრუნდა ეკა ტყემალაძე ბავშვობის გატაცებას და ხატვა დაიწყო. უცხოეთში ყოფნის ერთფეროვანი და დამღლელი დღეები, როგორც თავად ამბობს გავარდისფერდა. მალე მისი ნახატები ერთ-ერთმა გალერისტმა შენიშნა და გამოფენაზეც მიიწვია. ეკას ნამუშევრებს ნოემბრის ბოლოს საქართველოშიც ვიხილავთ. ამაზე ცოტა გვიან, მანამდე კი ისტორია იმ მხატვრისა, რომელმაც უამრავი „დაბრკოლების“ მიუხედავად შეძლო და საკუთარი თავი იპოვა.

ეკა ტყემალაძე: „ეს იყო თითქმის 2 წლის უკან, ისრაელში ცხოვრებისას, მზის ჩასვლა დავხატე. ეს ისე უბრალოდ ჩემი შიშველი კედლებისთვის, მაგრამ მეგობრის სტუმრობამ და მისმა რეაქციამ, სულ სხვა კუთხით შემახედა ამ ნახატისთვის. გაოცებული უყურებდა - როგორი თბილი და ღრმაა, აუცილებლად უნდა გააგრძელო, არ უნდა გაჩერდეო...

საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი დავტოვე, რთულია გადახვეწა სამშობლოდან... რთულია ასე უმეგობროდ, უნათესაოდ, მაგრამ მეც მომიხდა ისე როგორც ბევრ ქართველს... ისრაელში, თუ არ იშრომე იმაზე მეტად რაც საჭიროა, ძალიან გაგიჭირდება... მერე კი სულ ნერვებზე ხარ... ხატვამ ყველაფერი შეცვალა, დღეები გავარდისფერდა, გამიტაცა, მომიხსნა სიმარტოვის შიში, დაღლილობა ... მერე კი ხალხის შექებამ უფრო სტიმული მომცა რომ მეხატა...

რამდენიმე ხანში ისრაელის ერთ- ერთი გალეერიის Unity Art -ის დირექტორმა შემთხვევით შენიშნა ჩემი ნამუშევრები, მოეწონა და რამდენიმე ნამუშევრით გამოფენაზე მიმიწვია.

-სულ პირველი ნახატი რამდენი წლისამ დახატე?

-7 წლის ასაკში, სკოლაში. ორი ვაშლი დავხატე და ეს ნახატი სკოლის კედელზე თითქმის ერთი წელი ეკიდა...

ასე ვხატავდი 17 წლამდე... მერე რატომღაც შევეშვი...

17 წლამდე ვხატავდი ნატურმოტებს, პეიზაჟს ოღონდ ჩემი ფანტაზიით, ვხუჭავდი თვალებს და წარმოვიდგენდი თუ რა ფერის იყო, სად ხვდებოდა სინათლე და სად უნდა ყოფილიყო ჩრდილი...

-ეხლა რა სტილში ხატავთ?

-საერთოდ შევიცვალე სტილი. ეხლა პოპ არტი, თავისუფალი და უფრო საინტერესოა ჩემთვის.

-რას ნიშნავს ხატვა შენთვის დღეს?

-ხატვა ყოველდღიურ საკვებად იქცა. ან არ ვიცი როგორ გადმოგცეთ... იმაზე მეტია რაც ყოველდღიურად გვჭირდება ადამიანებს... ალბათ როგორც ჰაერი...

არ არსებობს, ადამიანი რომელიც ამ ქვეყანას ევლინება რამე განსაკუთრებული ნიჭი არ ჰქონდეს. ყველა ვიბადებით რაღაც საჩუქრით, ადამიანების უმეტესობას არ სჯერა „საკუთარი თავის პოვნის" . არადა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს დროს, ყველაფერი უნდა სცადო და აუცილებლად აღმოაჩენ რაღაცას შენში. სწორედ ეს „რაღაც“ აგავსებს და მოგიტანს ბედნიერებას...

-ანუ ხატვამ საკუთარი თავი აღმოგაჩენინათ?

-დიახ ვიპოვე საკუთარი თავი. ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას ამას. მეგონა ვაშლის ან ხის ხატვა ყველას შეეძლო... ეხლა დავრწმუნდი რომ ეს ჩემია და შეყვარებული ვარ ამ "საჩუქარზე".

-რა არის საჭირო იმისთვის რომ აღმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები, რას ურჩევდით სხვებს?

-4 წელი სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი, ნელა ვცეკვავდი და მასწავლებელიც კი დამცინოდა "ნელა მოტრიალდი მანდ ორმოა არ ჩავარდეო", ფილარმონიის საცეკვაო დარბაზში 4 ჯერ კონცერტიც მქონდა და სამწუხაროდ პარტნიორის გარეშე ვცეკვავდი, ჩემთან ცეკვა არავის უნდოდა. 4 წელი მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი და დედამ შემაწყვეტინა , იმიტომ რომ ტირილ -ტირილით ვუკრავდი, გიტარაზე სწავლა დავიწყე მეგობართან, სმენა არ გაქვსო, კბილის ტექნიკად დავიწყე "პრაქტიკანტად" მუშაობა და ეგრევე მივატოვე როცა მოხუცმა ბაბუამ პირი გამიღო... ანიმაცია-მულტიმედიის კურსები დავამთავრე ისრაელში მაგრამ არც ეგ აღმოჩნდა ჩემი.

მე არ მენანება დრო, რომელიც მივუძღვენი ამ რაღაც- რაღაცეებს, პირიქით უნდა მიატოვო ის სამსახური, რომელიც არ მოგწონს, უნდა მიატოვო ყველაფერი ის რაც დისკომფორტს გიქმნის, რომ მიაკვლიო ნელ-ნელა იმას რაც შენ მოგწონს. რაც გულით გინდა... სამწუხაროდ ამის ბევრს ეშინია და მათიც მესმის, რადგან მათთვის ეს შემოსავალია, მაგრამ სხვანაირად აბა როგორ... თუ უკვე იცი რაც გინდა, მაშინ რქებით უნდა მიაწვე მიზანს, არ უნდა დანებდე, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენო, არ უნდა იყო მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი. ცოტა ხულიგანიც უნდა იყო... ამაში ცუდი არაფერია, მხოლოდ მაშინ მიაღწევ წარმატებას!

-საქართველოში როდის გექნება გამოფენა, რამდენ ნახატს გამოფენ, სად იქნება და რამდენ ხანს გაგრძელდება?

-საქართველოში 26-27 ნოემბერს "ფაბრიკა“-ში ჩემი 24 ნამუშევარი გამოიფინება.

ჩემმა დეიდაშვილმა თათია ჩიქვინიძემ გაუკეთა ამ გამოფენას ორგანიზება, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი და აგრეთვე მადლობას ვუხდი „ფაბრიკას“ , რადგან მოეწონათ ჩემი ნამუშევრები და საშუალება მოგვცეს მათ სივრცეში გამოგვეფინა.

-როგორია თქვენი განწყობა გამოფენამდე და როგორია მოლოდინი?

-ცოტას ვღელავ, მიხარია რომ საქართველოს ვესტუმრები და არა უბრალოდ "სახლში“, არამედ შესაძლებლობა მეძლევა, ერთად შევკრიბო ყველა ჩემი მეგობარი, ჩავეხუტო მათ და ასევე ხალხს გავაცნო ჩემი ნამუშევრები.


საქართველოში ეკა ტყემალაძის პირველი პერსონალური გამოფენა 26-27 ნოემბერს გაიმართება .

წარმოდგენილი იქნება ისრაელსა და გერმანიაში შექმნილი 24 ნამუშევარი.

გახსნა: 26 ნოემბერი _ 18:00 სთ.
მისამართი: Fabrika • ფაბრიკა, ე. ნინოშვილის ქ.8






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42