ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მე-12 ფორუმი ჩატარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 22:25, 15 May, 2013     659

ფორუმის მიზანი 2013 წლის პროგრამის სამოქმედო გეგმის კოორდინაცია, ცხოველთა დაავადებებზე ზედამხედველობა და კონტროლი წარმოადგენდა. სამუშაო ჯგუფმა საქართველოში კერძო ვეტერინარული სექტორის განვითარების, ვეტერინარული მომსახურების მდგრადი მექანიზმების და სახელმწიფოს მხრიდან ვეტერინართა ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

,,ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია კერძო ვეტერინარული სტრუქტურების ჩამოყალიბება და გაძლიერება, ასევე ვეტერინარიის - როგორც პროფესიის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ეს საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს და განავითარებს სოფლად ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის, სერომონიტორინგის, სხვადასხვა დაავადებების და ცხოველთა გადაადგილებაზე კონტროლის მექანიზმებს", - განაცახდა დავით შერვაშიძემ.

სამეთვალყურეო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები წარადგინეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლებმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინიციატივით, სასურველია თუ შეიქმნება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზოონოზური დაავადების კონტროლისა და აღმოფხვრის მიმართულებით იმუშავებს.

ფორუმს ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარატამენტის (UშDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (შIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DთღA) წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42