ფოტოკონკურსის „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა
საზოგადოება - 17:52, 14 Nov, 2016     1438
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ დასრულდა. ჟიურიმ შეარჩია 13 საუკეთესო ფოტო.

გამარჯვებული ფოტოებია: ბავშვთა აზერბაიჯანული ანსამბლის სოლისტი, ავტორი ალა ბეჟენცევა; „მომავლის სახლის“ აღსაზრდელების ნამუშევრები, ავტორი არმენ გრიგორიანი; სოფელი გორელოვკა, ავტორი ბორის კარსლიანი; ბავშვი ბაირამის სადღესასწაულო ლოცვაზე ბათუმში, ავტორი ედო მჟავანაძე; ბოლო ზარი სოფელ მარადისის სკოლაში, გიორგი დუნდუა; სომეხი ახალგაზრდები ავლაბარში, ინგა ამირხანიანი; სოფელი გორელოვკა, ავტორი გვანცა ირიაული; სომხური პურის ცხობა, ავტორი კრისტინა მარაბიანი; ბაზარი გარდაბნის ცენტრში, აზერბაიჯანელი ქალები, ავტორი ლალი შენგელია, ბავშვები სოფელ ქუმურდოში, ავტორი ნინო კილაძე; ხელოსანი, ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი; პორტრეტი, ავტორი შუშან შირინიანი; ბოშა ბავშვი სოფელ გაჩიანში, ავტორი თამარ ლუკავა.

USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით გამარჯვებულებს გადაეცემათ სასაჩუქრე 500 ლარიანი ვაუჩერები. ისინი მიწვეულნი იქნებიან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს - 16 ნოემბერს გაიმართება. მიღებაზე მოეწყობა საუკეთესო ფოტოების გამოფენა. ამავე ფოტოების გამოყენებით ასევე, დაიბეჭდება 2017 წლის სამაგიდო კალენდრები.

ჟიურის შემადგენლობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის აპარატის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლები შედიოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42