ქუთაისი-სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართველი მორაგბე გიორგი ლომინაძე შაბათს საქართველო-იაპონიას შორის გამართულ მატჩს ესწრებოდა. გიორგის სტადიონზე გამოჩენა მისი მეგობრებისა და გულშემატკვირებისთვის დიდი სიხარული იყო.
როგორ მიმდინარეობ გიორგის და ავარიის დრო დაშავებული მისი მეუღლის ნუცას რეაბილიტაციის პროცესი, ,,ნიუპოტი“ თავად გიორგის დაუკავშირდა.
„მე დღეს მივფრინავ თურქეთში, ნუცაც გადის აქტიურ რებილიტაციას თბილისში, გეგმები ნუცასთან დაკავშრებით ჯერჯერობით არ ვიცი, როგორი იქნება და რას მოვიმოქმედებთ. გერმანიაში წავალთ, საფრანგეთში თუ აქ გავაგრძელებთ, ამ ეტაპზე არ ვიცი. ჯერჯერობით მე მივდივარ“, - აღნიშნა გიორგი ლომინაძემ ჩვენთან საუბრისას.
ქართველ მორაგბეს და მის მეუღლეს ,,ნიუპოტი“ მალე სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
მასალის გამოყენების პირობები






