"მჟავა რატომ არ გადაასხით გარდაცვლილს?" - უცნობი პირი და ახალი დეტალები დედის სასტიკი მკვლელობის საქმეში
კრიმინალი - 16:52, 14 Nov, 2016     41143
ბოლო დროის ერთ-ერთი უსასტიკესი მკვლელობის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი დღითი-დღე მატულობს. მედია 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულებისა და ამ შემზარავი საქმის შესახებ ახალ სკანდალურ დეტალებს თითქმის ყოველდღიურად იგებს.

როგორც ირკვევა, მოხუცი ქალბატონის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველები კიდევ ერთ პირს ეძებენ. ამასთან არსებული ინფორმაციით, გამოძიებამ უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე პირის საქმის საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ გაუჩინარებული პირების საქმეც შესაძლოა ლუბა ყოჩიაშვილის მკვლობაში ბრალდებულებს უკავშირდებოდეს. ერთ-ერთი ვერსიით, 23 წლის ბექა შენგელიას, იგივე Sailer Gothes-თვის ლუბა ყოჩიაშვილი პირველი მსხვერპლი არ არის.

გამოძიება ახალ დეტალებთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. ამ ეტაპზე ოფიციალურად ცნობილია, მხოლოდ ის რომ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს 76 წლის ქალი 18 წლის ქალიშვილმა ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილმა, მისმა შეყვარებულმა ბექა შენგელიამ და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა გოგონამ ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ ცხედარი დაანაწევრეს და გლდანის ნაგავსაყრელზე დაწვეს. "ნიუპოსტი" ინფორმაციით, დაკავებულები აღიარებენ, რომ მოკლულის ორგანოები შეჭამეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის საქმეზე სულ ხუთი პირი დააკავეს. აქედან ორ ბრალდებულს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

"ნიუპოსტი" ერთ-ერთი დაკავებულის ავთანდილ ამირანაშვილის უფლებადამცველ ადვოკატს - ქართლოს ვაშაკიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, ამირანაშვილს მოკლულის შვილმა ირმა ყოჩიაშვილმა და მისმა შეყვარებულმა - ბექა შენგელიამ ჩადენილი დანაშაულის შესახებ უთხრეს, თუმცა მას "სიცილ-ხარხარით" ნათქვამი სერიოზულად არ აღუქვამს.

ადვოკატის მონაყოლიდან ირკვევა, რომ გამოძიება იმ პირის იდენთიფიცირებას ცდილობს, რომელიც დამნაშავეებს ეუბნება, „გარდაცვლილს მჟავა რატომ არ გადაასხეს...“.

"ავთანდილ ამირანაშვილი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული და რომელსაც აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს მისჯილი, ბრალდებულ ბექა შენგელიას კლასელია. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბექა შენგელია (Sailer Gothes) წარსულში ნასამართლევია, ის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით კონტაქტი დაამყარა ამირანაშვილთან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შენგელიას რუსთაველის გამზირზე "სმარტში" ხვდება. ბექამ თანაკლასელს მასთან მყოფი გოგონა, ირმას სახელით გააცნო. შემდეგ ამირანაშვილი ვერაზე, სახლში მიიპატიჟეს. სუფრასთან მჯდომმა ამირანაშვილს უთხრეს, რომ "ტრუპი აიკიდეს", რადგან ეს ინფორმაცია ბექა შენგელიასა და ირმა ყოჩიაშვილისგან სიცილ-ხარხარით გავრცელდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ხუმრობად ჩათვალა და როგორც ამბობს, სამართალდამცავებისთვის მიმართვა საჭიროდ არ ჩაუთვლია, იმ ღამის შემდეგ ამირანაშვილს მათთან კონტაქტი არ ჰქონია. ამ საშინელი დანაშაულის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, რაც დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს" - უთხრა "ნიუპოსტს" დაკავებულის ადვოკატმა.

ქართლოს ვაშაკიძის თქმით, ირმა ყოჩიაშვილი და ავთანდილ ამირანაშვილი ერთი და იგივე დღეს დააკავეს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პროფესიით მხატვარია, ის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. ბექა შენგელიამ მას შესთავაზა ფართი მოეძებნა, სადაც ახალგაზრდა მხატვრების გამოფენებს მოაწყობდნენ. ავთანდილს მანვე შესთავაზა, რომ ფართს ირმა ანახებდა. როდესაც იმ ბარში მივიდნენ, ბარის გარეთ დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ირმა კი ბარიდან აიყვანეს"- აცხადებს ვაშაკიძე.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და შესაბამისად სასამართლომ ამირანაშვილი გირაოს სანაცვლოდ უნდა გაათავისუფლოს.

"საპელაციო სასმართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ჩემი მოვალეობაა, როცა წინა სასამართლო სხდომა გაიმართება, ამირანაშვილი გირაოს სახით გაათავისუფლონ. შემდეგ კი სასამართლო დაადგენს რაში ედება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი. ბრალდების მხარეს კი უნდა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობას ბოლომდე გაჰყვეს, თუმცა ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. ავთანდილ ამირანაშვილი არ უარყოფს, რომ მან მოისმინა ეს ორად ორი სიტყვა, თუმცა იმის იქით რა დანაშაულზე იყო საუბარი არაფერი არ იცოდა. ამ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არასდროს ჰქონია სამართალდამცავებთან შეხება, ადმინისტრაციულადაც კი არ არის დაჯარიმებული"- უთხრა "ნიუპოსტს" ადვოკატმა. ქართლოს ვაშაკიძის თქმით, ბექა შენგელიას სახლში, მოსამართლის წინასწარ გაცემული განჩინების საფუძველზე მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული.

"რაც მე მოვისმინე, იმ ღამეს იქ საუბარი არ ყოფილა მკვლელობაზე, ახალგაზრდები საუბრობენ სხვადასხვა საკითხებზე"- თქვა ვაშაკიძემ.

მისი ინფორმაციით, გამოძიება კიდევ ერთი ხმის იდენთიფიცირებას ცდილობს, რომელიც ადვოკატის თქმით, საქმის მასალებში აუდიო მასალის სახითაა წარმოდგენილი და სადაც უცნობი პირი ამბობს "მჟავა რატომ არ გადაასხით გარდაცვლილსო".

"ეგ ხმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნის, ის პიროვნება ჯერ იდენთიფიცირებულიც კი არ არის. ჩვენ თანახმა ვიყავით, რომ ექსპერტიზაზე ხმის ნიმუში ჩაგვებარებინა. ბრალდების მხარემ მითხრა, ეს ვერსია, რომ ამან (ავთანდილ ამირანაშვილმა) ეს თქვა, მაგრამ ხმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის არ აღმოჩნდა"- დასძინა მან.

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს ჩაინიშნა.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42