დიაბეტთან ბრძოლის დღეები ფარმადეპოში
საზოგადოება - 15:52, 14 Nov, 2016     1792

30 ნოემბრის ჩათვლით ფარმადეპო გთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას:

-10% შაქრის საზომ აპარატებზე
-20% გლუკომეტრის ჩხირებზე
-20% ნეველას დამატკბობლებზე
-25% კორესატინის დიაბეტურ კრემზე
-25% ნუმის მედის კოსმეტიკურ საშუალებებზე

ასევე, შეიძინეთ ნებისმიერი დიაბეტური პროდუქტი ფარმადეპოში და მიიღეთ ფასდაკლების ვაუჩერი ლაბორატორიულ კვლევებზე სინევოში,

ვაუჩერის საშუალებით:

სისხლში გლუკოზის განსაზღვრა მხოლოდ 1 ლარად

და გლიკოლიზირებული ჰემოგლობინის ტესტი და სისხლის საერთო ანალიზი მხოლოდ 15 ლარად

რა ვიცით დიაბეტის შესახებ?

დიაბეტის მსოფლიო დღე დაარსდა 1991 წელს, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და აღინიშნება ყოველწლიურად 14 ნოემბერს.

საქართველოში ყოველწლიურად დიაბეტის 10 000 -ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი). ამ პათოლოგიით დაავადებულთა ნახევარზე მეტმა, არ იცის საკუთარი დიაგნოზის შესახებ. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტია. რაც უფრო დროულად იქნება გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი და დაიწყება მკურნალობა, მით მაღალი იქნება გართულებების თავიდან აცილების შანსი .

დიაბეტი არის დაავადება, როცა ორგანიზმში ირღვევა ენერგიის წყაროს, გლუკოზის შენახვისა და გამოყენების უნარი. გლუკოზა (შაქარი) ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით, რომლის ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელიც გამომუშავდება კუჭუკანა ჯირკვალში ანუ პანკრეასში.
დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ორი ძირითადი მიზეზის გამო:

1. როდესაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ცოტა ან არასაკმარისი რაოდენობით ინსულინს - ეს არის ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი

2. როდესაც ორგანიზმი ვერ მოიხმარს მის მიერვე გამომუშავებულ ინსულინს - ეს არის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ( “მოზრდილთა დიაბეტი” ვითარდება მოწიფულ ასაკში, ძირითადად 30 წლის შემდეგ)

ასევე არსებობს გესტაციური დიაბეტი, რომლის დიაგნოსტირება ხდება ორსლობის დროს

ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისხლში გლუკოზის აწეული დონე აზიანებს მთელ ორგანიზმს, ადამიანს უქვეითდება ენერგია, აქვს დაღლილობის შეგრძნება, უხასიათობა, შიმშილის გრძნობა, გაძლიერებული წყურვილი და შარდვა .

დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში დიაბეტი ისეთი გართულებების მიზეზია, როგორიცაა: თირკმლის უკმარისობა, რეტინოპათია (თვალის დაზიანება), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნეიროპათია (ნერვული სისტემის დაზიანება), ტერფის დაზიანება.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორები :

l დიაბეტის ოჯახური ანამნეზი

n სხეულის ჭარბი წონა

n ცხოვრების უმოძრაო წესი

n რასობრივი კუთვნილება (ამერიკელი ინდიელები, ესპანური ან აფრო-ამერიკული)

n ასაკი > 45 წელი

n წარსულში დიაგნოსტირებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა

n ქალები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ გესტაციური დიაბეტი ან 4,5 კგ-ზე მეტი წონის ნაყოფით მშობიარობა.

n შაქრიანი დიაბეტი შეიძლება განუვითარდეს ზოგიერთ ჭარბი წონის მოზარდს.

არსებობს უამრავი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია შესაძლებელია. მართალია ჯანსაღი ცხოვრების წესი ვერ უზრუნველყოფს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის თავიდან აცილებას, თუმცა შესაძლებელია დაავადების მართვის უზრუნველყოფა ,რაც გულისხმობს გლუკოზის მაჩვენებლის შენარჩუნებას ნორმის ან ნორმასთან მიახლოებულ ფარგლებში.

დროული დიაგნოსტიკა და თერაპიის დანიშვნა აუცილებელია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი და შენელდეს გართულებების განვითარება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42