შს სამინისტრომ ახალი პროექტი - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ დაიწყო
საზოგადოება - 10:00, 14 Nov, 2016     2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად, შსს-მ ახალი პროექტი -„უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ დაიწყო.

პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს, რომელიც 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიხსნა და შსს-ს ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს.

ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება, მათი ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების უწყვეტი მონიტორინგი.

ამ პროექტის განხორციელებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ჩართვას. ამ მიზნით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლებმა, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა პროექტის განხორციელების პროცესში თავიანთი შესაძლებლობები განიხილეს და ერთობლივ ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული პროექტის მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეალურ დროში მოხდება დანაშაულზე და სამართალდარღვევებზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაიზრდება უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი, მკვეთრად შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42