კომპანია "თელასის" ცნობით 14 ნოემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, თოფურიას, უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის და მარუხის გმირთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალადაშვილის, კონსტანტინე ერისთავის და ხივინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






