თბილისში ზეთისხილის ბაღების გაშენება გრძელდება
საზოგადოება - 17:56, 12 Nov, 2016     5187
საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში,დედაქალაქში ზეთისხილის ახალი ბაღის გაშენება დაიწყო. მახათას მთის შემდეგ, ზეთისხილის ბაღი თბილისის ზღვასთან, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ მოეწყო. ბაღში9000 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგო. ზეთისხილის ბაღის მიმდებარედ ირგვება 12000 ელდარის ფიჭვი.

ზეთისხილის ნერგები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დარგო. ზეთისხილის ბაღის გამწვანების ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთო.

„დღეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამწვანების აქცია ტარდება, რომლის ფარგლებში 9000 ძირი ზეთისხილის ნერგი და 12000 ფიჭვის ხე-მცენარე ირგვება. აქციაში თბილისის მერიის თითქმის ყველა სამსახური და დაქვემდებარებული უწყებაა ჩართული, ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ქალაქის გამწვანებაზე. ეს ბაღი რამდენიმე წელიწადში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეკოლოგიური თვალსაზრისით მიმზიდველი ადგილი იქნება ძალიან დიდი სივრცით“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თქმით, ზეთისხილის ბაღების გაშენების ტრადიცია საქართველოში მე-19 საუკუნეში შეიქმნა.თბილისის კლიმატი და ზღვის მიმდებარე ტერიტორია კი ამ ტრადიციის წარმატებით განვითარების საშუალებას იძლევა.

ზეთისხილის ბაღების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის მანძილზე უზრუნველყოფს.

დედაქალაქი შემოდგომაზე სულ 80 000 ნერგით განაშენიანდება. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42