„მშიერი ვიძინებ, ვიღვიძებ მშიერი ვარ, ახლაც მშია და მცივა“-როგორ ხვდებიან ოზურგეთში მოახლოებულ ზამთარს
საზოგადოება - 17:07, 12 Nov, 2016     16967

ევროპელი სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ 2016-2017 წლის ზამთარი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება.
სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ყველაზე დაბალი ტემპერატურა იანვარი-თებერვლის თვეებშია მოსალოდნელი. მარტში გაზაფხულის დადგომას არ უნდა ველოდოთ და ზამთრის დასრულება და მზის სითბო მხოლოდ აპრილისთვის იქნება მოსალოდნელი.
წლის ყველაზე ცივი სეზონი ახლოვდება და მოსახლეობა ზამთარს ისევ პრობლემებით ხვდება. ყველაზე მძიმე სიტუაციაში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი ან პენსია, ან გარევაჭრობით დაგროვილი მიზერული თანხებია.
როგორც „გურიის მოამბესთან“ რამდენიმე ოზურგეთელი აღნიშნავს, შუქსა და გაზზე არსებული მაღალი გადასახადების გამო, იძულებულები არიან ზამთარში სათბობად მხოლოდ შეშა გამოყენონ, რაშიც ფაქტობრივად მთელი წლის დანაზოგი ეხარჯებათ.
_ ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ზამთარს მოუმზადებელი ხვდება და მათთვის სერიოზულ პრობლემად არა მხოლოდ გათბობა, არამედ ყოველდღიურად საკვებისთვის მოსაძიებელი თანხები რჩება.
_ სად ვარ მზად, დედი, სულ არ მაქვს არაფერი. ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე ფინანსურ პრობლემებში ვიხრჩობით. გაზი და შუქი კი არის, თუ გადავიხადეთ. დენის გადასახადი გაძვირდა და კიდევ თუ გაძვირდა ვერაფრით გადავიხდით, მით უმეტეს მრავალშვილიანი ოჯახი ვართ და ძალიან გაგვიჭირდება. საკვებიც კი გაძვირდა, მოკლედ, საშინელი შიშის ქვეშ ვარ მე პირადად.
_ გაძვირებულია არა მხოლოდ შეშა და ელექტროენერგია, ყველაფერი საერთოდ. ისე მოვემზადებით, როგორც წინა წლებში ვემზადებოთ, მარა ჯერ არც შეშა გვაქვს ნაყიდი და არც არაფერი.
ელექტროენერგია ყოველთვიურად გადასახდელია, შემოსავალი გვაქვს მწირი და ვერაფერს ვყიდულობთ. შესაბამისად, ვერც ვამზადებთ შესანახებს.
_ გვინდა ახლა ჩვენ მსგავსი შეკითხვები? ისედაც გაჭირვებულია ყველა, რა საჭიროა. ისედაც იცით ყველაფერი, რომ არ იკითხოთ.
_ ამბობენ ნამდვილად, რომ ყველაზე ცივი და ხანგრძლივი ზამთარი იქნება წელს და ვარ ასე, მაქვს შეშა და მეტი არაფერი. ვჭამ შეშას? ან კედლებს? იმედია, კიდევ არ მოუმატებენ ელექტროენერგიის გადასახადებს, როგორც სჩვევიათ. თორემ არ ვიცი, ამ მწვანილების გაყიდვით რამდენს უნდა გავწვდე.
_ საერთოდ არ ვარ მზად, ბედზე ვარ ჩამოკიდებული. ვარ 71 წლის. 180 ლარი კი მაქვს პენსია, მაგრამ ჩემი მუხლები რომ განახო გაგიჟდები და წამლის ფულსაც არ ჰყოფნის. ორი შვილი ერთ დღეს გარდამეცვალა, მერე მეუღლე, რა შეშას ვიყიდი მე და რის გაზს, სადაა მაგის ფული. შუქს არ ვანთებ, სანთელი ვიყიდე დაწოლამდე რომ გავინათო. სარეცხსაც არ ვრეცხავ წყალმა არ დაწეროს-მეთქი იმის შიშით, ან რითი გავრეცხავ, საპონი მე არ მაქვს და არაფერი. მდინარიდან ამომაქვს ხოლმე წყალი, იმაში ვალბობ ტანსაცმელს და ასე. ადრე, ბადრაგები რომ იყვნენ მეფის დროს, „ლაზარია“ ფილმი რომაა, იმაზე უარესად ვართ ჩვენ, სიმართლეს გეუბნები. ის ქალი გვერდით ჩემზე უარეს დღეშია, ყველას ბანკიდან ფული აქვთ გამოტანილი _ აქედან აიღებს, იქით ჩადებს, იქიდან აიღებს. ბანკის თანამშრომელი აკითხავს დღეში რამდენჯერ. მე ამათთან შედარებით კიდევ კარგად გამოვდივარ, ბანკთან მაინც არა მაქვს შეხება. ბანკის და პოლიციის მეშინია. 15 წელი „მილიციის“ პირადი სწავლული მდივანი ვიყავი და მაინც მეშინია, მაგრამ ბანკი პოლიციაზე უარესია კიდევ, არავითარი დათმობა, არანაირი დანდობა. უკიდურეს გაჭირვებაში ვართ, მე არავის ამას არ ვაბრალებ, არც ერთის მხარეს არ ვიხრები, უბრალოდ გუწლრფელ სიმართლეს ვამბობ. XXI საუკუნე არის სიღარიბის, ბღერის და ჩუმას დრო. აბრეშუმის ფაბრიკა იყო, დაინგრა, ჩაის ვკრეფდით ხოლმე 2 კაპიკის გასაკეთებლად, ისიც აღარაა, რაღაც შემოსავლის წყარო ხომ უნდა არსებობდეს? ერთხელ ვთქვი, ვიღვიძებ მშიერი ვარ, ვიძინებ მშიერი და ახლაც მშია და მცივა-მეთქი, იმას ვიმეორებ მერე მთელი ცხოვრებაა.
_ რა მზად, შვილო, გეკადრება?! ვინაა მზად?! ვზივარ აქ მთელი დღეები, მარა სადაა საშუალება ან შეშა ვიყიდო, ან ნაჭუჭი. ჩემს უბანში, ჩემს კუთხეში 54 ოჯახია, ნაღდად არ მეგულება, რომ ვინმე მზად იყოს, ყველა გაჭირვებულია. 4 საათამდე აქ ვზივარ, 4-ის მერე გიჟივით მივრბივარ სახლში, რომ ფიჩხები მოვაგროვო, გულახდილად გეუბნები, შვილო. ერთი 180 ლარი რამდენად უნდა გაყო. აქეთ მეზობელი გარდამეცვალა, იქით მეც ქმარი მომიკვდა და ყველას ხომ პატივისცემა უნდა თავისი საწილო, რამდენად, შვილო, რამდენად უნდა გაიყოს 180 ლარი?
_ იძულებულები ვართ გაზით გავითბოთ, მერე ვერ ვიხდით. გვითიშავენ გაზს, მერე ისევ იძულებულები ვხდებით გამოვიტანოთ ბანკიდან ფული და ყველა გავხდით ბანკზე დამოკიდებული. იმ ზომამდე მივდივართ მოხუცები, თავი ბაწარში გავუყაროთ.
_ ნუ მე, საკუთარი შემოსავალი არ მაქვს და დიდად გარკვეული არ ვარ, მაგრამ, ვიცი, რომ ჩემმა ოჯახმა უკვე მოამზადა შეშა ზამთრისთვის. არის ჩვენთანაც, როგორც ყველგან რაღაც პრობლემები, თუმცა აღსანიშნავი და ყურადღებაგასამახვილებელი არაფერი.
_ „მე კი არა მთელი სოფელი მოუმზადებელია. შეშა ძალინ ძვირია და ვერ ვყიდულობთ. იძულებული ვართ თხილის ნაჭუჭი ვიყოდოთ.“
_ „მსხმოიარე ხეხილი ავჭარით შარშან, იმის გამო რომ არ გავყინულიყავით. წელს რას ვიზამთ ვერ გეტვი.“

_ „მთელი დღეა გარეთ ვზივარ პურის ფული, რომ გავაკეთო. გაყინული მივალ სახლში და ფეჩს რომ ვერ დაანთებ და გათბები ესაა მომზადება? მე კი ვიცი როგორ უნდა მოვემზადო, მარა ფული არაა.“

წყარო: "გურიის მოამბე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42