ქალაქ ოზურგეთში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება დაიწყო
საზოგადოება - 16:35, 12 Nov, 2016     2557
დღეს ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთან ერთად ქალაქის ყველა ის ბარიერული ადგილი და არასტანდარტული პანდუსი მოინახულა, რომელიც ეტლით მოსარგებლეებს გადადგილების პრობლემას უქმნის.


ბეგლარ სიორიძემ პრობლემის გადაჭრის გზებზე ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობასთან და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საინიციატივო ჯგუფთან ერთად იმსჯელა. მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც შშმ პირებს ქალაქში გადაადგილებას მნიშვნელოვნად გაუადვილებს.

,, გუშინ ლიდერთა სკოლაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შშმ პირთა ადაპტირებული გარემოს საკითხს ეხებოდა, შევთანხმდით, რომ ბარიერულ ადგილებს ერთად მოვინახულებდით. თამუნა ლურსმანაშვილთან ერთად ვითარებას ადგილზე გავეცანით და მოვინიშნეთ ის ადგილები, სადაც პანდუსების რეაბილიტაციას დავიწყებთ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ვართ, მშენებლობის არცერთი ნებართვა არ გაგვიცია, სადაც ადაპტირებული პანდუსის მოწყობა არ იქნებოდა გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, არსებობს ხარვეზები, რომელიც მყისიერად უნდა გამოსწორდეს. ძირითად პრობლემას მაინც ძველად გაკეთებული პანდუსები ქმნის, რომელიც მთლიანად შესაცვლელია.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა ქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, ქალაქი მათთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გავხადოთ.“- განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

ნონა სადრაძე, ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი:

‘’ქალაქის მერთან ერთად ის ადგილები მოვინახულეთ, სადაც არასტანდარტული პანდუსების რეაბილიტაცია შესაძლებელია. ძალიან მიხარია, რომ ქალაქში ძირითად ობიექტებთან მისასვლელი პანდუსების რეაბილიტაცია უკვე დაიგეგმა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია.’’

ამ ეტაპზე ქალაქის მერია რეაბილიტაციას ,,ლიბერთი ბანკთან “ მისასვლელ პანდუსს ჩაუტარებს. პანდუსები, ასევე, მოეწყობა აფთიაქ ‘’PSP’’- თან და ქალაქის ცენტრალურ სკვერთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42