ექსპერტი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება - იმედი მაქვს კარგი შედეგის, მაგრამ დაზუსტებით თქმა არაკომპეტენტურია
საზოგადოება - 10:05, 13 Nov, 2016     5276
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ის ექსპერტები ეხმაურებიან, რომლებიც ადგილზე მუშაობენ.

„მე ვიმედოვნებ, რომ ძირითადი ნაწილი გაიწმინდება. თავიდანვე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ დიდი იმედი მაქვს ძალიან კარგი შედეგის, მაგრამ საბოლოო შედეგამდე რაიმე დაზუსტებით თქმა არაკომპეტენტურია. ერთი სანტიმეტრი ხომ შეიძლება, მაინც დარჩეს და ვარძიის ერთი სანტიმეტრიც უკვე ძალიან სერიოზულია. არის სირთულეები, რადგან ფერი რაც არის, ზოგად ფქვილად არის ქცეული და იმის ზემოდან ჭვარტლი რაც არის, შეიძლება, იმ ადგილას ისევ დარჩეს იმიტომ, რომ ფერი არ წამოჰყვეს იმ ჭვარტლს,“ - აცხადებს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა კუპრაშვილი.

რაც შეეხება საპატრიარქოს მოთხოვნას საკონსერვაციო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ნანა კუპრაშვილი ამბობს, რომ სრული საკონსერვაციო სამუშაოები ამ ეტაპზე არც იგეგმება და ზამთრის პერიოდის გასვლის შემდეგ გახორციელდება. თუმცა, მისივე თქმით, პირველადი სამუშაოების ჩატარება დროულად უნდა მოხდეს, რათა დაზიანებამ ფერწერულ ფენაში არ შეაღწიოს და მასზე მუშაობა დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.

საქართველოს საპატრიარქო 2 ნოემბერს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, XII საუკუნის თამარის ფრესკისა და სხვა მოხატულობის აღდგენა შეუძლებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42