დაგვიანებული საკეისრო კვეთა და გარდაცვლილი ახალშობილი - ოჯახი "მედალფას" ექიმებს ადანაშაულებს
საზოგადოება - 15:19, 12 Nov, 2016     33237
დაბა ჩოხატაურში მცხოვრებ 23 წლის ნათია ჟორჟოლიანს საკეისრო კვეთა დღეს, დილის 5 საათზე გაუკეთდა. თუმცა ქირურგიული ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან ნაყოფი უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც ნათია ჟორჟოლიანის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, მორიგე ქირურგმა, ზურაბ ყაჭეიშვილმა, მათ განუმარტა, რომ, საკეისრო კვეთა 10 წუთით ადრეც რომ დაწყებულიყო, ეს ბავშვის გადასარჩენად საკმარისი იქნებოდა.

ჭირისუფალს ამ წუთამდე ვერ გაურკვევია რატომ არ გამოიძახა მორიგე მედ პერსონალმა, იქვე, ოზურგეთის კლინიკაში, სადაც ოზურგეთის სამშობიარო სახლია განთავსებული, მორიგე ქირურგი, რომელიც მეოთხე სართულზე ღამის მორიგედ ომყოფებოდა, მითუმეტეს მაშინ როცა საკეისრო კვეთას თავად ოჯახი და მშობიარეც ითხოვდა.

ნათია ჟორჟოლიანისათვის, რომელიც ოზურგეთის "მედალფას" კლინიკის სამშობიარო ბლოკში წუხელ, დაახლოებით 12 საათზე მოატავსეს, ეს პირველი მშობიარობა იყო.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექიმები მისვლისთანავე მათ ამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის და განგაშის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მოგვიანებით მათ განუმარტეს, რომ ნაყოფის გაგუდვა ბავშვის ყელზე შემოხვეულმა "ჭიპლარმა" გამოიწვია.

კლინიკის წინ შეკრებილი ახლობლები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას კატეგორიულად მოითხოვენ.

მათი განცხადებით, მომხდარი სამედიცინო პერსონალის დაუდევრობის ბრალია.

"9 თვე აქ დადიოდა კონსულტაციაზე, ყველაფერი წესრიგში იყო, 20 დღის წინ გვითხრეს, ჯერ არაო, 10 დღის წინ მოვიყვანეთ მოიცათ ადრეაო, სამი დღის წინ მოვიყვანეთ და ისევ უკან გამოგვიშვეს და წუხელ წყლები დაღვარა და თავისთავად მოვიყვანეთ. ჩვენ შიგნით არ შეგვიშვეს, ჩემი შვილი, რომელმაც ახლაც არ იცის რომ მისი შვილი გარდაცვლილია, ამბობს, რომ ექიმები ძალიან ცუდად ექცეოდნენ. ნუ ტეხთ პანიკას საკეისრო არ ჭირდებაო გვეუბნებოდნენ. შემდეგ გვიან გამოუძახიათ იქვე მეოთხე სართულზე, საავადმყოფოს სასტუმროში მყოფი ქირურგი, ზურაბ ყაჭეიშვილი, რომელიც მორიგე იყო. დათო მდინარაძე საზღვარგარეთაა და ზურაბი ასრულებს მოვალეობას, ზურაბი ექიმმა გვითხრა, 10 წუთით ადრეც რომ ეთქვათ, ბავშვი გადარჩებოდაო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მესმის ჩვენს უბედურებას არაფერი არ შველის, მაგრამ რაღაცა ხომ უნდა გავაკეთო რომ სხვაც არ გაუბედურდეს? მოვითხოვთ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, პირველ რიგში კი სასწრაფოდ ობიექტური ექსპერტიზის ჩატარებას."-გვითხრა ნათია ჟორჟოლიანის მამამ, დავით ჟორჟოლიანმა.

ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში მომხდარზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42