დღეს ქართველი ბორჯღალოსნები იაპონიას დაუპირისპირდებიან
სპორტი - 14:18, 12 Nov, 2016     6795
ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩამდე რამდენიმე წუთი რჩება.
დღეს, 15:00 საათზე , მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი ბორჯღალოსნები იაპონელებს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
დღეს, 100-იანთა კლუბს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან 743 ქულით ბორჯღალოსანთა საუკეთესო მექულე კვირიკაშვილი და შუამარბი კაჭარავა, რომელთა ანგარიშზე დღესდღეისობით 95-95 კეპია. ნაკრებს მამუკა გორგოძე უკაპიტნებს, რომელსაც აქამდე ეს პატივი 8-ჯერ ერგო. 2013 წელს, ჩვენმა გუნდმა იმ დროისთვის მოწინავე 10-ეულში მყოფი სამოა სწორედ მამუკას კაპიტნობით დაამარცხა. ის გუნდს ისტორიულ მსოფლიო თასზეც კაპიტნობდა, სადაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ორი გამარჯვება ვიზეიმეთ და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ.

რაც შეეხება მომავალი თამაშის ისტორიულ მნიშვნელობას. გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში ფიჯის ნაკრებს ჩააჩოჩებენ და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მოწინავე ათეულში შევლენ, რაც უდიდესი მიღწევა იქნება. ჩვენს გუნდს 9-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს და სიმბოლური იქნება, თუ მეათე წარმატებით მსოფლიოს მოწინავე ათეულში შევა.


დღევანდელი მატჩისთვის მილტონ ჰეიგის მიერ შერჩეული 23 კაციანთა შემადგენლობა ასე გამოიყურება.

უკანა ხაზი [ბექები]

15. მერაბ კვირიკაშვილი- ლელო სარასენს [საქ დ 10]

14. თამაზ მჭედლიძე- აჟენ [სფრ პრო დ2]

13. დავით კაჭარავა- ენისეი [რუს სუპერ]

12. მერაბ შარიქაძე- ორიაკ [სფრ პრო დ2]

11. გიორგი აფციაური- ლოკომოტივი [საქ დ 10]

10. ლაშა ხმალაძე- ლელო სარასენს [საქ დ 10]

9. ვასილ ლობჟანიძე- ბრივ [სფრ ტოპ 14]


შერკინება [ფორვარდები]

1. მიხეილ ნარიაშვილი მონპელიე [სფრ ტოპ 14]

2. ჯაბა ბრეგვაძე- ვუსთერ [ინგ პრემ]

3. ლევან ჩილაჩავა- ტულონ [სფრ ტოპ14]

4. კოტე მიქაუტაძე- მონპელიე [სფრ ტოპ 14]

5. გიორგი ნემსაძე- ბრისთოლ [ინგ პრემ]

6. მამუკა გორგოძე (კაპ)- ტულონ [სფრ ტოპ 14]

7. ვიტო კოლელიშვილიკლერმონ [სფრ ტოპ 14]

8. ბექა ბიწაძე -შონბრი [სფრ ფედ1]


მარქაფა [სათადარიგოები]

23. ანზორ სიჭინავა- აკადემია [საქ დ 10]

22. ლაშა მალაღურაძე- კრასნი იარ [რუს სუპერ]

21. გიორგი ბეგაძე- ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

16. ბადრი ალხაზაშვილი- ტულონ [სფრ ტოპ 14]

17. ვასილ კაკოვინი- ტულუზ [სფრ ტოპ 14]

18. დუდუ ქუბრიაშვილი- მონპელიე [სფრ ტოპ 14]

19. ლაშა ლომიძე- ბეზიე [სფრ პრო დ2]

20. გიორგი თხილაიშვილი- ბათუმი [საქ დ 10]







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42