ბოლო წლების ყველაზე პოპულარული წიგნის „გურული დღიურების“ ავტორი გიორგი კეკელიძე ერთგულ მკითხველს 26 ნოემბერს მზიურის კაფეში ელის.
„დადგა ნოემბერი და როგორც დაგპირდით გამოვიდა "გურული დღიურების" მეორე ნაწილი, ასევე პირველი წიგნის ახალი ტირაჟი. "გურული დღიურები" ძალიან მალე გადანაწილდება წიგნის მაღაზიებში“, - ვკითხულობთ გამომცემლობა „სიესტას“ გვერდზე. სწორედ ამ მეორე ნაწილს გააცნობს ხელოვანი თავის მკითხველს.
ამონარიდი წიგნიდან „გურული დღიურები 2“
„ხოლო მამაჩემი მიკითხავდა ტომის ამბებს და ცალი თვალით და ცალი ხელით მარგარინს ყიდდა. ძნელი საქმეა, დამიჯერეთ. იქვე ჭადრაკის ისტორიის წიგნები და ამოცანების კრებულები ეწყო. კაპაბლანკა, ალიოხინი, ტალი. მამაჩემი ფიშერისტი. თუმცა პოლ მორფი ყოფილა ადრე ყველაზე მაგარიო, ამბობდა. ყველას გახსნილი თამაშით უგებდაო, მაგრამ ოფიციალური ჩემპიონი ვერ გახდა. ადრე მოკვდაო. უიღბლო რომ იქნები კაციო. და კვერცხი 20 კაპიკი ღირსო. რამდენი გინდათო.
ძნელია ვერახდენილი ოცნებებით ცხოვრება. სადღაც დამალული ოცნებებით ცხოვრება. ალბათ შენში შენზე დიდი მკვდრის ყოფნას ნიშნავს“.
#გიორგიკეკელიძე #გურულიდღიურები წიგნი მეორე. წარდგენა შაბათს, 26 ნოემბერს, 3 საათიდან, მზიურის კაფეში
მასალის გამოყენების პირობები