მაკდონალდსის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის - თენგიზ კაპანაძის განცხადებით “ინოვაციური შესაკვეთი კიოსკი მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა მორგებული და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე. კიოსკი ადაპტირებულია შშმ პირებზეც — სასურველ პროდუქციას მოქნილი დიზაინით კონსტრუირებული მექანიზმის მეშვეობით მიაწვდის.“
უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა „მაკდონალდსის“ სტრატეგიული პრიორიტეტია: საქართველოს წარმომადგენლობა ევროპის ქვეყნებს შორის ბრენდის სიახლეების დანერგვის პიონერია — ქართული „მაკდონალდსი“ ერთ-ერთი პირველი სთავაზობს მომხარებელს ახალ შესაკვეთ აპარატებს. შესაკვეთი კიოსკის დანერგვა არის ახალი ეტაპი მომსახურების სფეროში. მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება მომხმარებლისთვის ინოვაციური და უნიკალური დამატებითი სერვისების შეთავაზება, რასაც მაკდონალდსი უახლოეს მომავალში პირდება ქართველ მომხმარებელს.
„მაკდონალდსი“ ქართველ მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით დანერგილ ინოვაციებს და სიახლეებს ყოველთვის დროულად აწვდის: მაგალითად, მომსახურების ახალი მეთოდი, რომელიც 2015 წელს დაინერგა, იმ პერიოდში მხოლოდ ევროპის წამყვან ქვეყნებში იყო აქტიური. წელს კი ქართულმა „მაკდონალდსმა,“ როგორც ინოვაციების კუთხით ბრენდის ერთ-ერთმა სამაგალითო წარმომადგენლობამ, ევროპის სხვა და სხვა ქვეყნების წამომადგენლებისთვის ვორქშოპს უმასპინძლა და წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.
მასალის გამოყენების პირობები






