როგორ გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი? 5 რჩევა ექსპერტებისგან
საზოგადოება - 15:29, 11 Nov, 2016     31694
Vivus.ge-ს ბლოგი დღეს გთავაზობთ იმ რჩევების კრებულს, რომლებიც ფინანსური ექსპერტების აზრით, ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში დაგეხმარებათ.

რჩევა N1: ჯონ როკფელერის წესი.

დღეს დაზოგილი და ინვესტირებული 1 დოლარი, ხვალ მოგიტანთ 5 დოლარის ოდენობის სუფთა მოგებას.

ამ კანონის იდეა მარტივია, მთავარია მიხვდეთ რომ ფულის გადადება საკმარისი არ არის, საჭიროა მისი ინვესტირება.

გახსოვდეთ, უქმად შენახულ ფულს მოგება არ მოაქვს.

რჩევა N2: დაითვალეთ საკუთარი ფული.

ადამიანთა უმეტესობა საკუთარ ფინანსურ ცხოვრებას გაუაზრებლად მართავს. არ იციან საიდან მოდის, სად მიდის და რამდენია მათ კუთვნილებაში არსებული თანხა.

აწარმოეთ საოჯახო ბუღალტერია და აკონტროლეთ საკუთარი ფული.

თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების აღწერა, კარგად გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვის საწინდარია.

რჩევა N3: ერთის კანონი.

„ციფრი ერთი არის მსოფლიოში ყველაზე ცუდი ციფრი“ - ამბობენ გამოცდილი ბიზნესმენები.

მათი მოსაზრება აიხსნება იმით, რომ:

ა) თუ თქვენ მხოლოდ ერთი მსხვილი კლიენტი გყავთ, მისი წასვლის შემდეგ თქვენი ბიზნესის აღსასრული დადგება.

ბ) თუ თქვენ ფულს მხოლოდ ერთ ბიზნესში ჩადებთ, მისი წარუმატებლობის შემთხვევაში დაკარგავთ ყველაფერს.

გ) თუ თქვენი შემოსავლის მხოლოდ ერთი წყარო გაქვთ, მისი დაკარგვის შემთხვევაში დარჩებით უფულოდ.

ამიტომ, გაამრავლეთ თქვენს ანგარიშზე ფინანსების შემოდინების გზები და „ციფრი ერთის კრახი“ აღარ დაგემუქრებათ.

იგივე პრინციპის გათვალისწინებით, სპეციალისტები გვირჩევენ, ჩვენი დანაზოგი სხვადასხვა ბანკებში გადავანაწილოთ, რაც დაგვაზღვევს ბანკის გაკოტრების ან მსგავსი გაუთვალისწინებელი, უსიამოვნო შემთხვევის გამო ფულის დაკარგვისგან.

რჩევა N4: იყავით მომთმენი.

გამოუცდელი ბიზნესმენები ხშირად უშვებენ შეცდომას, რადგან სწრაფი გამდიდრებისა და მომენტალური მოგების სურვილი აქვთ.

ეს მეთოდი ხშირად არ ამართლებს, რადგან ბიზნესის განვითარებას დრო სჭირდება.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოგიყვანოთ ცნობილი, ამერიკელი, ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომელიც საკუთარ ფულს ისეთ საქმეებში დებს, რომლებიც მოგების მოტანას 7 წლის შემდეგ დაიწყებენ.

რჩევა N5: იქონიეთ გეგმა.

ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია, მაქსიმალურად გაიაზროთ თუ რა თანხას აბანდებთ დღეს, როდის ელით მოგებას და რამდენს უნდა შეადგენდეს ის.

ამისათვის საჭიროა დასახოთ გეგმა, რომლის პირველ ეტაპზეც ირჩევთ თქვენს ფინანსურ მიზანს და ამ მიზნის გარშემო აგებთ გეგმას, საკუთარი შესაძლებლობებისა და შესაძლო რისკების გათვალიწინებით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დღევანდელი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, ეს რჩევები არაეფექტურად მიგაჩნიათ ან უბრალოდ არ გაქვთ თანხა, რომელსაც დააბანდებთ, გახსოვდეთ, არსებობს Vivus ge - თქვენი მეგობარი კომპანია, რომელიც ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ ფულთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

გახსოვდეთ, ჩვენთან პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი sesxebi კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42