სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგიონების საჯარო სკოლებში საჩვენებელ გაკვეთილებს ატარებს
საზოგადოება - 12:35, 11 Nov, 2016     1859
დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რეგიონებში უფროსკლასელებს საჩვენებელი გაკვეთილები ჩაუტარა. კომპანია აღნიშნულ პროექტს USAID-თან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50 სკოლაში ახორციელებს. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია.

საჩვენებელ გაკვეთილებზე, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლებმა გააცნეს ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ზონები და ხიფათის შემცველი სიტუაციები; ჩაატარეს ელექტროობასთან დაკავშირებული მცირე ცდები და სხვა. ამავე პროექტის ფარგლებში, იმ სკოლების ნაწილს, სადაც უკვე ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილები, კომპანიისგან საჩუქრად გადაეცათ ჰიდროელექტროსადგურების სპეციალური ასაწყობი მოდელები, ამკრძალავი პლაკატები და სერტიფიკატები.

დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, რუსთავის #4 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს საჩვენებელ გაკვეთილებთან ერთად, ჩაუტარდათ ექსკურსია „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს შვილობილ, აირტურბინულ ელექტროსადგურზე „ჯიფაუერი“.

ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებული სტუდენტებისთვის კომპანია გასცემს სტიპენდიებს, აძლევს მათ საშუალებას გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა კომპანიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით;

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად, იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42