ვის და რატომ უხდის „ჩემი ცოლის დაქალების“ თენგო ბოდიშს?
კულტურა - 11:31, 11 Nov, 2016     41161
ხაშურელ ბიჭს, რომლის ფრაზებით საქართველო ალაპარაკდა დღეს „ნიუპოსტი“ სტუმრობს. მასთან იმ როლმა მიგვიყვანა, რომელმაც ჩვენი რესპონდენტი სუპერპოპულარულ გმირად აქცია.

„ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ მსახიობი შოთიკო ნოზაძე, თენგოს როლზე პირველივე ფრაზით აიყვანა.

„ბაქარი შენა ხარ, ძმა?“ - ეს სიტყვები ხაშურული კილოთი ვთქვი თუ არა, ლიფონავამ დამტკიცებული ხარო მითხრა - იხსენებს შოთიკო.

წარმოშობით ხაშურელს ამ როლის მორგება არ გასჭირვებია, თუმცა მასთან საუბრისას მიხვდები, რომ აქ არა წარმომავლობა, არამედ ნიჭია მთავარი. იგივე წარმატებით შექმნიდა გურულსაც და მეგრელსაც, რაჭველსაც და აჭარელსაც ... ყოველი კუთხის კილოს ირგებს...

არადა ბავშვობისას თურმე ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, 7 წელი ითამაშა კიდეც, მაგრამ მერე მძიმე ტრავმამ ფეხბურთზე უარი ათქმევინა.

ასე ჩაენაცვლა დიდ ფეხბურთელობაზე ოცნებას პოპულარულ მსახიობობაზე ფიქრი. წარმატებამაც არ დააყოვნა და სერიალში გამოჩენისთანავე მაყურებლის საყვარელ გმირად იქცა.

შოთიკო ნოზაძე: „მსახიობი ვარ და წარმატებაზე რა თქმა უნდა მიფიქრია, ჩემი ოცნებაც ეს იყო, გამოვიდა... მაგრამ მინდა არ დავამახსოვრდე ხალხს მარტო თენგოთი და სხვა როლებშიც მნახონ, არა აქვს მნიშვნელობა თუ ვის განვასახიერებ, შეიძლება როლი ეპიზოდური იყოს, მაგრამ დასამახსოვრებელი. მუშაობა ძალიან მიყვარს როლზე და ასევე ამ როლის ზუსტად მიტანა მაყურებელთან, მართალი როლის გაკეთება მიყვარს.

-როგორი იყო პირველი შეგრძნება, როდესაც თენგოდ გარდასახვის შემდეგ ქუჩაში გასულს ხალხი სხვანაირად შეგხვდა?

-თავიდან ძალიან მიკვირდა ეს ყურადღება, უცხო იყო, როცა ღიმილიანი სახით და თბილად მესალმებოდნენ უცნობები ქუჩაში. ძალიან მომეწონა.... მერე უკვე ჩემი ფრაზებიც მესმოდა, ის რასაც სერიალშიც ვამბობ ხოლმე, მერე რესტორნებში და სახინკლეში დაპატიჟებაც იყო...

-როგორი ტიპაჟია შენთვის თენგო?

-ძალიან უხეშია , უტაქტო და უზრდელი, მაგრამ მასას მოსწონს რატომღაც...

-არა მარტო მოსწონს, ეს უხეში და უტაქტო „თენგოი“ შეიყვარა კიდეც მაყურებელმა, როგორ ფიქრობ, რატომ?

-არ ვიცი, ალბათ გულწრფელი რომ არის და სიმართლეს ლაპარაკობს?.. მართლა არვიცი,

-შენ რა გაქვს საერთო მასთან?

-არაფერი, რადიკალურად განვსხვავდებით მე და თენგო... პრინციპში ალბათ ის, რომ მეც მიზანდასახული ვარ

-თენგოს მსგავსად შენც ხომ არ აპირებ ბიზნესის წამოწყებას?

-არ ვიცი... ვფიქრობ, ვნახოთ... დღეს ისეთი ცხოვრებაა რომ, თუ ბიზნესი არა გაქვს, რაღაც ისე ვერ ცხოვრობ. თუმცა, ამ ეტაპზე რამე კონკრეტული გეგმა არ მაქვს დასახული, მერე ვნახოთ.

-დღეს შენთვის ყველაზე ძვირფასი რა არის?

-სიყვარული

-როგორც ვიცი აგვისტოში ქორწილი გქონდა და შენი საოცნებო ქალი შეირთე

-კი 7 აგვისტოს, უკვე სამი თვეა ერთად ვცხოვრობთ მე და სოფო, მანამდე სამი წელი შეყვარებულები ვიყავით.

-რით მოგხიბლა სოფომ?

-ყურადღებით და თვალებით, ლამაზი და მართალი ადამიანია

-პატარასაც ხომ არ ელოდებით?

-არა, არ გვაქვს მაგის დრო. იმდენად დაკავებული ვარ და ისეთი გრაფიკი გვაქვს, რომ... 24 საათი გადაღებაზე ვარ, ცოტა მიტყდება ხოლმე სოფოსი, ასე მიტოვებული რომ მყავს სახლში... ალბათ გამოვასწორებ ამას...

-სხვა თუ გაქვს რამე ისეთი ნაკლი, რისი გამოსწორებაც გინდა?

-სიჯიუტის გამოსწორება მინდა ძალიან.

-შენს თაყვანისმცემელს რას ეტყოდი?

-ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ყველას, ყველას აბსოლუტურად ამ დიდი სიყვარულისთვის. ქუჩაში რომ დავდივარ, მართლა ვგრძნობ ამ სიყვარულსა და დიდ პოზიტივს იმ ხალხისგან ვინც უყურებს სერიალს. ეს ბედნიერებაა და მადლობა ყველას ამ ბედნიერებისთვის. ფეისბუქზე, ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის, ზოგს ვერც ვეხმიანები, ძალიან ბევრს უნდა ჩემთან შეხვედრა და ჩემი გაცნობა, რასაც ვერ ვახერხებ, ყველას ბოდიშს ვუხდი ამისთვის... ბოდიში და მადლობა, ძალიან მიყვარხართ, ამას ვეტყვი ჩემს ერთგულ მაყურებელს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42