ექსპერტთა მტკიცებით დღეს მარტვილში გამართული ადგილობრივი „სალხინოსა“ და ქედის „ბეთლემის“ მატჩი (მეორე ლიგა, დასავლეთი ზონა. ბ ჯგუფი), გარიგებული იყო.
ამასვე ირწმუნება ოზურგეთის "მერცხალის" პრეზიდენტი.
მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასასრულს უახლოვდება საქართველოს ფეხბურთელტა პირველობა.
როგორც ცნობილია საქართველოს საფეხბურთო სისტემა მომდევნო წლიდან ახალ გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადადის.
ამ დღეებში საქართველოს ყველა საფეხბურთო ლიგაში ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება და ბოლო ტურები მიმდინარეობს.
დღეს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა საქართველოს პირველობის მეორე ლიგაში.
ბ ზონაში სადაც რვა გუნდი მონაწილეობს მე-12 ტურის მატჩები გაიმართა.
მეორე ლიგა სამ, აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ზონებადაა დაყოფილი, აქედან დასავლეთ ზონაში სამი ა,ბ და გ ჯგუფებია.
ამ ჯგუფებიდან ახალი სისტემით ე.წ. ‘ბუფერულ ზონაში“ გადასვლის შანსი, საიდანაც კლუბი ინარჩუნებს პირველ ლიგაში აღზევების სანსს, მხოლოდ ერთ, პირველ ადგილზე გასულ კლუბს აქვს.
დღევანდელ ტურში ერთმანეთს ოზურგეთში, მეორე-მესამე ადგილოსნები, ადგილობრივი „მერცხალი“ და სენაკის „ეგრისი“ ხვდებოდნენ, რომლებსაც 23-23 ქულა ჰქონდათ, ხოლო მარტვილში, მეოთხე ადგილზე მყოფი მარტვილის „სალხინო“ (18 ქულა) პირველადგილოსან ქედის „ბეთლემს“ მასპინძლობდა.
მარტვილელებს იმ შემთხვევაში უნარჩუნდებოდათ ბუფერულ ზონაში გადასვლის შანსი თუ ოზურგეთში მატჩი ფრედ დასრულდებოდა, თავად მასპინძლები კი პირველადგილოსან „ბეთლემს“ დაამარცხებდნენ.
დასაწყისი მარტვილელთა სასარგებლოდ განვითარდა, პირველი ტაიმი ოზურგეთში ფრედ 1-1 დასრულდა, ხოლო „სალხინო’ სტუმრებს 85-ე წუთამდე 2-0 ამარცხებდა.
აღსანიშნავია, რომ მარტვილში თამაში, გაუგებარი მიზეზების გამო 20 წუთით დაგვიანებით დაიწყო.
თუმცა საინტერესო მოვლენები მეორე ტაიმების მიწურულს განვითარდა.
მე-80 წუთზე ოზურგეთში ანგარიში 4-1 გახდა მასპინძელთა სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარტვილს ყველანაირი შანსი პირველი ადგილისა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში 2 ტურია დარჩენილი, გადაეწურა.
ამის შემდეგ „სალხინომ“ „გეგმა ბ“ აამუშავა და 85-ე წუთიდან, ანუ 5 წუთის განმავლობაში საკუთარ კარში სამი გოლი გაუშვა, რისი მეოხებითაც ქედელებმა ფაქტიურად პირველი ადგილი გაინაღდეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიიჩნევენ, რომ გარდა „ფეარ პლეის“ პრინციპის დარღვევისა, შესაძლოა საქმე კორუფციასთან და გარიგებულ მატჩთან გვქონდეს.
„გურიის მოამბე“ სფფ-ში ერთ ერთ მოხელეს დაუკავშირდა და ამ თემაზე ესაუბრა.
სფფ-ს მაღალჩინოსანმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვითხრა, რომ ასეთი შემთხვევები ქართულ ფეხბურთში ხშირი და სამწუხაროდ ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
მისივე თქმით, ასე ხდება არამარტო მეორე ლიგის რიგ თამაშებში, არამედ გარიგებული მატჩები უცხო არც პირველი და არც უმაღლესი ლიგებისათვისაა უცხო და ამაზე რეაგირების იმედი სფფ-დან ვინმეს ნაკლებად უნდა ჰქონდეს.
მითუმეტეს, იმავე მაღალჩინოსნის თქმით, ქედის „ბეთლემი“ ერთხელ უკვე დაისაჯა გარიგებული მატჩის გამო და ლიგიდან დაქვეითდა, მეორედ კი ამის ალბათობა ნულის ტოლია.
„გურიის მოამბე“ „მერცხალის“ პრეზიდენტს, მამუკა გოგუაძეს დაუკავშირდა, რომელიც მარტვილში აღნიშნულ მატჩს ესწრებოდა.
მამუკა გოგუაძე, „მერცხალის“ პრეზიდენტი:“შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ სამთავე გოლი კურიოზული და საეჭვო იყო, მარტვილელებმა სამივე გოლი, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, საკუთარ კარში გაიტანეს. ორ შემთხვევაში მასპინძლებმა სტუმრები თავად გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ, ხოლო ერთ შემთხვევაში მეკარეს „დაეზარა“ ბურთის დაჭერა. თამაში დაიწყო 18 წუთის დაგვიანებით. ვიდეოჩანაწერზე გვითხრეს უარი. ვითხოვ პასუხს ფედერაციისაგან რატომ დაიწყო დაგვიანებით მატჩი? გადაამოწმონ მომხდარი. ეს ყველაფერი 6 წუთში მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარიგებული მატჩი იყო.“
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები