,,გოგო დაჰიპნოზებული ჰყავდა და აუპატიურებდა“ - რიტუალური მკვლელობის შემზარავი დეტალები
კრიმინალი - 20:30, 10 Nov, 2016     99290
სახლში, რომელსაც ფოტოზე ხედავთ (გამოძიების ინფორმაციით) 23 წლის ბექა შენგელიამ 18 წლის შეყვარებულის დედა, 75 წლის ლუბა ყოჩიაშვილი მისივე ქალიშვილის და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგოს დახმარებით დანით დაანაწევრა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ყოჩიაშვილის ცხედრის დაწვამდე ახალგაზრდებმა ქალბატონს შინაგანი ორგანოები ამოაცალეს მოხარშეს და ჭამეს კიდეც.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით: „სამმა ბრალდებულმა – ირმა ყოჩიაშვილმა, ბექა შენგელიამ და არასრულწლოვანმა ნინა ჩ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 75 წლის ლუბა ყოჩიაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და ყელი გამოსჭრეს. გვამი მთაწმინდაზე, ვეძინის ქუჩაზე, ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექას შენგელიას ნაქირავებ ბინაში ჩანთით გადაიტანეს და დაანაწევრეს. დანაწევრებული გვამი გლდანის ნაგავსაყრელზე ტაქსით აიტანეს და დაწვეს“.

თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულების საქმესთან დაკავშირებით, "ნიუპოსტი" დამატებითი დეტალების გარკვევას სწორედ აღნიშნულ მისამართზე შეეცადა, თუმცა ადგილობრივები მედიასთან კომენტარის გაკეთებას გაურბიან. მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელ სახლში მკვლელობის შესახებ მხოლოდ შენგელიას ერთადერთმა მეზობელმა ისაუბრა.

როგორც ირკვევა, ბრალდებული ბექა შენგელია წარსულში ნასამართლევია, ის სკოლის დამთავრების შემდეგ დააკავეს, სასჯელაღსრულების დაწესებულება კი მან დაახლოებით, ორი წლის წინ დატოვა.

რესპონდენტის განცხადებით, შენგელია სასჯელს ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებისთვის იხდიდა.

"როგორც ჩემთან გამომძიებლებმა თქვეს ეს ბიჭი (ბექა შენგელია) ნასამართლევია. გოგო დაჰიპნოზებული ჰყავდა და გააუპატიურა, გოგონა ყვება, რომ გრძნობდა როგორ აუპატიურებდა, თუმცა წინააღმდეგობას ვერ ვუწევდიო. 2 წლის წინ გამოვიდა ციხიდან და კიდევ უარესი რაღაც ჩაიდინა... ამბობენ იმ გოგონასაც მარიამი ერქვაო..."- აღნიშნა "ნიუპოსტთან" საუბრისას ბრალდებულის მეზობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მეზობელი აცხადებს, რომ შენგელიამ ბინა დაკავებამდე ერთი კვირით ადრე იქირავა და მას როგორც სტილისტი ისე გაეცნო.

"მე ამ ეზოში დავიბადე, მთელი ცხოვრებაა ამ მისამართზე ვცხოვრობ და მსგავსი სისასტიკე არასდროს გამიგია. ბექა ბინის მეპატრონემ გამაცნო, მთხოვა ახალი მოსახლისთვის ყურადღება მიმექცია. ეს ბიჭი აქ არავის ეკონტაქტებოდა, ჩემთანაც მხოლოდ სალამით შემოიფარგლებოდა, გადმოსვლის დღესვე დანა მთხოვა, ძალიან ბევრი ბოდიში და მადლობა გადამიხადა, მოკლედ კარგად აღზრდილი ახალგაზრდის შთაბეჭდილება დამრჩა. სიმართლე გითხრათ, იშვიათად ვხედავდი. გვითხრა, რომ აქვე სილამაზის სალონში სტილისტად მუშაობდა. მისი შეყვარებულიც იყო ერთ-ორჯერ ამოსული. არაფერი საეჭვო არ შემინიშნავს, ახლა ვიხსენებ, რომ მან მეც და მეპატრონეც პირველივე დღეს მოგვატყუა, როცა გვითხრა, რომ კომპიუტერს არ ფლობდა და ინტერნეტიც აღარ სჭირდებოდა, არა და სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური იყო და ნოუთბუქსაც ხშირად ატარებდა "- აცხადებს ადგილობრივი. მისი თქმით, შემზარავი მკვლელობის ღამეს მამამისი ხმაურმა შეაწუხა.

"როგორც ხედავთ ხის კარებია და მისი გაღება ხმაურს იწვევს, მთავარი ჭიშკარიც ბევრჯერ გაღებულა. მამაჩემი სწორედ ფეხის ხმაურმა გააღვიძა, უფიქრია შენიშვნას მივცემო, კიდევ კარგი გარეთ არ გამოვიდა... დაახლოებით 06:00 საათზე ტაქსი გაჩერებულა კარებთან, ამათ ჩანთები აუღიათ და ტაქსიში ჩამჯდარან"- თქვა რესპონდენტმა.

ბექა შენგელიას მეზობლის თქმით, დანაშაულის ადგილზე პოლიციამ სამივე ბრალდებული მიიყვანა, ბიჭი განსაკუთრებული ცინიკურობით გამოირჩეოდა, ლუბა ყოჩიაშვილის შვილმა ღიად თქვა, რომ "სიამოვნებით დააჭრა თითები დედა", არასრულწლოვანის დაკითხვას კი დედამისი ახლდა, რომელიც რამდენჯერმე ცუდად გახდა.

"არასრულწლოვანის დედა საშინელ მდგომარეობაში იყო, გოგონა კი გაუნძრევლად თავზე კაპიშონჩამოცმული იდგა. ბექამ სახლის პატრონს ირონიულად მიმართა და უთხრა, რომ არ ენერვიულა "ქირას ჩემები გადაიხდიანო". მთელი პროცესი იღიმოდა, თვითონ ეს ირმა ამბობდა, რომ "დიდი სიამოვნებით დავაჭერი ის თითები, რომლითაც მცემდა და თმებს მწიწკნიდაო”- აცხადებს ადგილობრივი.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა ადგილიდან სამზარეულოს ნივთები და სამზარეულოს ნიჟარა წაიღეს.

"ტუალეტსაც ათვალიერებდნენ, რადგან იყო ვერსია, რომ ის ნაწილები, რომელიც ვერ შეჭამეს უნიტაზში ჩარეცხესო. ფაქტია, რომ რამდენიმე დღე მანიაკთან, ამ კიდევ სექტანტების გვერდით ვცხოვრობდით. ამბობენ, რომ გოგომ დედამისის მკვლელობა თვითონვე შესთავაზა შეყვარებულს, დაუჯერებელია, მაგრამ ეს ქალი რაღაც რიტუალს შესწირეს, იგივეს უპირებდა მამასაც, თუმცა მოხუცმა დაასწრო და პოლიციას მიმართა"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ბრალდებულის მეზობელმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილის ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა. აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს”, -აცხადებენ შსს-ში.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42