გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით შექმნილი ფიგურატიული ფერწერული ნამუშევრები, ლიტერატურის, პოეზიის, მითოლოგიური სიუჟეტებისა და 60–70-იანი წლების მუსიკის ილუსტრაციები, ფრაგმენტები გრაფიკული ნოველებიდან, კოლაჟები.
ექსპოზიციის კონცეფცია საკუთარი თავის ძიების პროცესს ეხება. დედამიწის მასშტაბით, შემოქმედადამიანებს შორის არსებული ჯაჭვი და ბრძოლა მარტოობასთან - ეს ის მთავარი თემაა, რომელსაც ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი მხატვრის ნამუშევრები ეძღვნება.
23 წლის მარიამ ყანდიაშვილს უკვე ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა თბილისში და ასევე, კოლაბორაციული გამოფენები მსოფლიოს სხვადახვა ქალაქებში : თბილისში, ამსტერდამში, ბუდაპეშტსა და ფლორენციაში. იგი, ასევე, არტ–წიგნის „A Place for us” - ავტორია.
მისამართი: აღმაშენებლის #136-ში მდებარე „ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა“.
მასალის გამოყენების პირობები