ჩუღურეთის რაიონში ორი ახალი სკვერი გახსნა
საზოგადოება - 13:29, 10 Nov, 2016     1297
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჩუღურეთის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ჩუღურეთის რაიონში ორი ახალი სკვერი გახსნა. სკვერები იმ ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა. სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ განახორციელა.

„რამდენიმე თვის წინ ამ ადგილზე იყო ნაგავსაყრელი. გამგეობამ გააკეთა პარკი, ჩვენ გამწვანების კომპონენტი შევიტანეთ. ჩუღურეთში ინტენსიურად ვმუშაობთ პარკების მოწყობის და გამწვანების კუთხით. 3000-ზე მეტი ნერგი ირგვება ჩუღურეთის რაიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ნერგები ასევე გადაეცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, რათა საერთო სარგებლობის ეზოები გამწვანდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკო სკამები და ურნები. პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონი კაუჩუკის რბილი იატაკით.

დღესვე ახლად გახსნილ სკვერებში გამწვანების აქცია გაიმართა. დავით ნარმანიამ და ზურაბ ჩიკვილაძემ ორივე მისამართზე ფიჭვის ხეები დარგეს.

ჩუღურეთის რაიონს, მიმდინარე წელს, 6 ახალის სკვერი შემატა, არსებულ 30 სკვერს კი აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42