დღეს თბილისის ცენტრალურ უბნებს წყალმომარაგება შეუწყდება
საზოგადოება - 12:10, 09 Nov, 2016     5927
საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩა N12-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თუჯის 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე გადაუდებელ ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ართულებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალი მაღალი ძაბვის ელექტრო სადენები, რაც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას და უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 9 ნოემბერს 13:00 საათიდან, ხვალ, 10 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

საბურთალოს რაიონში:

დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის და იყალთოს ქუჩებს, იყალთოს გორას, შარტავას, პანკისის, ნატახტრის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ჩაილურის, ტუსკიას, ლიხაურის, წინუბანის, ქარელის, ენგურის, ჭიათურის, ალექსიძის, ბერბუკის, ტყვარჩელის, აკურის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, ჯანაშვილის და აფაქიძის ქუჩებს, პეკინის ქ. N1-10, კოსტავას გამზ. N63-76 და კოსტავას გამზირზე მდებარე პოლიციის შენობას.

ვაკის რაიონში:

ჭავჭავაძის გამზ N1-35 და 2-54, ირაკლი აბაშიძის ქ. N1-20, ბარნოვის ქ. N65-83 და N78-94, ფალიაშვილის ქ. N1-36, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ერისთავის, ბაზალეთის, მცხეთის, ქუთათელაძის, შროშის, ქობულეთის, მარაბდის, ტ.ტაბიძის, აბაშელის, მარუხის გმირების, ცხვედაძის, პეტრიაშვილის და ატენის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში:

მელიქიშვილის გამზ. N 37-47.

ტექნიკურ უნივერსიტეტს, ტელევიზიას, სპორტის სასახლეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინს“, ცირკს, ბავშთა ინფექციურ საავადმყოფოს, სახელმწიფო უნივერსიტეტის I და II კორპუსებს.

წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ხვალ, 10 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან აღდგება.

წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპნია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ორგანიზაციებს, საავადმყოფოს და მოსახლეობას წყალს ცისტერებით მიაწოდებს.

დამატებით ინფორმაციას კომპანია, სამუშაოების წარმოების ადგილიდან, ფეისბუქ-ლაივის საშუალებით გაავრცელებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42