მიეცით თქვენს რჩეულ კომპანიას გამარჯვების შანსი!
საზოგადოება - 11:19, 09 Nov, 2016     1550
„ხალხის რჩეულის“ გამოვლენამდე 9 დღე რჩება. იაქტიურეთ და ხმა მიეცით თქვენს რჩეულ კომპანიას, რომელიც მონაწილეობს თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2016“. ხმის მიცემა და კომპანიების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.businessaward.ge .

თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი კულმინაციას მიუახლოვდა, ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში ნომინაციისთვის „ხალხის რჩეული“ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ 200-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა. ხმის მიცემისთვის აუცილებელია, რომ იყოთ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელი; ერთ მომხმარებელს შეუძლია 24 საათში ერთხელ მისცეს ხმა.

ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში 17 ნოემბრამდე გაგრძელდება, ხალხის რჩეული კი ის კომპანია გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

„ბიზნესდაჯილდოება 2016“ თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას და მეწარმეობის პოპულარიზაციას. პროექტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში 523 კომპანია იღებს მონაწილეობას. კოპანიები შემდეგ ნომინაციებში დარეგისტრირდნენ: წლის ტურისტული ბიზნესი, წლის აგრობიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის ინოვაციური ბიზნესი, წლის მცირე ბიზნესი და ხალხის რჩეული. ყველა ნომინაციაში, (გარდა ხალხის რჩეულისა), დამოუკიდებელმა კომისიამ უკვე გამოავლინა 3-3 ფინალისტი.

გამარჯვებულების გამოვლენა კი 17 ნოემბერს მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42