"საშინელი წარმოსადგენია, რომ ასეთი რამ ნებისმერს შეიძლება დაემართოს!" - ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი
საზოგადოება - 11:16, 09 Nov, 2016     11848
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 19 წლის ბექა ჩაფიძის ტრაგიკულ ისტორიას გაგაცნობთ.

ერთი წლის წინ, ძლიერი და ენერგიული ბექა მთელი ოჯახის საყრდენი იყო. მიუხედავად ასაკისა, 17 წლიდან ბექა მშენებლობაზე მუშაობდა და მეუღლეს და პატარა შვილს ყველაფრით უზრუნველყოფდა. მაგრამ ერთი წლის წინ, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, მე–5 სართულიდან ჩამოვარდა და მრავლობითი მოტეხილობა, ხერხემლის და ზურგის ტვინის დაზიანება მიიღო. არავინ აძლევდა გადარჩენის იმედს, ბექა ერთი თვე კომაში იყო, ხელოვნური მართვის აპარატზე მიერთებული.

როდესაც ბექა პალატაში გადაიყვანეს, მირანდას ყოველ დღე მიჰყავდა მასთან პატარა მარიამი. ეს ეხმარებოდა ბექას ცნობიერების დაბრუნებაში და გამოჯანმრთელებისთვის ძალას მატებდა.

გადატანილი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, ბექას უკვე შეუძლია ხელის მოძრაობა, მაგრამ წელს ქვევით ჯერაც პარალიზებულია და ნებისმიერი მოძრაობა მას უძლიერეს ტივილს ანიჭებს. მიუხედავად ყველაფრისა ბექა ცდილობს გაიღიმოს და რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს შვილთან.

ოჯახმა ბექას სამკურნალოდ ყველანაირი რესურსი ამოწურა, რეაბილიტაციისთვის კი თანხა საერთოდ არ დარჩათ. ხოლო ბექამ თუ ახლა არ ჩაიტარა სარეაბილიტაციო კურსი, მერე შეიძლება დაგვიანდეს. ეს ერთადერთი შანსია ბექასთვის რომ კვლავ დადგეს ფეხზე.

ამ უმძიმეს პერიოდში მირანდა იმედს არ კარგავს, მეუღლეს გვერდში უდგას და სულ უმეორებს, რომ ერთად ყველა დაბრკოლებას დაძლევენ. ის უვლის ბექას და აკეთებს ყველაფერს შესაძლებელს და ზოგჯერ შეუძლებელსაც კი, რომ მას ტკივილები შეუმსუბუქოს და გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს.

ჩაფიძეების ოჯახი მხოლოდ კეთილი ხალხის იმედადაა დარჩენილი.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ბექა ჩაფიძის მხარდასაჭერად. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ამ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბექა ჩაფიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/159/

არავინაა დაზღვეული ასეთი უბედურებისგან, არავინ იცის რა მოგველის ხვალ...

მეგობრებო! თქვენი მხარდაჭერით ფონდი უკვე ბევრ ადამიანს დაეხმარა და ბევრი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა! გვჯერა რომ ამ ახალგაზრდების გასაჭირსაც გულთან ახლოს მიიტანთ და მათ დახმარებასაც შეძლებთ!






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42