,,ჯერ ორჯერ ესროლა და მესამედ შიგ გულში“ - გორში მომხდარი მკვლელობის დეტალები
კრიმინალი - 21:34, 07 Nov, 2016     22666
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში დღეს 43 წლის ზვიად ქარელიშვილი სანადირო თოფიდან მრავალჯერ გასროლით მოკლეს. დანაშაულში ბრალდებული გარდაცვლილის მეზობელი 27 წლის ახალგაზრდაა.

ადგილობრივები დღეს მომხდარი ფაქტის შესახებ "ნიუპოსტთან" ყვებიან.

„სწრაფად დადიოდა და უბრალოდ შენიშვნა მისცა ნელა იარეო, ეტყობა ნასვამი იყო. ზვიადიც სახლში შებრუნდა და ეს ბიჭიც წავიდა თავის მანქანით იყო. სახლიდან თოფი მოიტანა და დაურეკა გამოდიო, გავიდნენ სახლიდან ათ მეტრში და ორჯერ ესროლა თავ-პირში, ეს რომ დაეცა გადმოვიდა ორი ტყვია ამოიღო, ახალი ჩატენა და შიგ გულში დაადო. მესამეც ესროლა. ექიმების თქმით, ის მესამე რომ არ ესროლა, გადარჩებოდა. ის ნასვამი იყო და ალბათ ამის შენიშვნა, შეურაცხყოფად ჩათვალა. პატარა 27 წლის ბავშვი, ამის ხელშია გაზრდილია.“-აცხადებს რეხის მკვიდრი ნიკოლოზ კაპანაძე.

მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

პოლიციამ ავტომანქანის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42