კომპანია ”თელასის” ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონი
კაბელების გამოკვლევის მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების, შარტავას, ჭილაძის, შმიდტის, საირმის, გოძიაშვილის, კანდელაკის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.
აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ლიბანის და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების და სოფელ ფონიჭალის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდების, კოჯრის, კიკეთის და ბეთანიის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






