დავით ნარმანიამ 155 წარმატებული სტუდენტი დააჯილდოვა
საზოგადოება - 18:11, 07 Nov, 2016     2050
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ორი პროგრამის ფარგლებში, წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა. სერტიფიკატები და მადლობის სიგელები მაგისტრანტებსა და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გადაეცათ. პროგრამების მიხედვით, 75 მაგისტრანტი 450 ლარს აიღებს, სოციალურად დაუცველ 80 სტუდენტს კი მუნიციპალიტეტი შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს.

სტუდენტებს ჯილდოები, ასევე გადასცეს: თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს წევრებმა - ქეთი ჯოხაძემ, თამარ ტალიაშვილმა და რიმა ბერაძემ.

მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან წარმატებულ სტუდენტთა წახალისების პროგრამას ახორციელებს. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულისა (A კატეგორია - ფრიადი). პირველ და მეორე ეტაპზე სტიპენდია მოიპოვა 149 წარჩინებულმა მაგისტრანტმა, მესამე ეტაპზე კი სტიპენდია გადაეცა 75 მაგისტრანტს.

რაც შეეხება მეორე პროგრამას, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას გულისხმობს. ახალი, 2016 წელს მიღებული წესის შესაბამისად, მაღალი აკადემიური მოსწრების (A კატეგორია - ფრიადი) მქონე სტუდენტს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ათასი ან ნაკლები ქულით ირიცხება, სწავლის საფასური 100%-ით უფინანსდება. დაფინანსება ეტაპობრივად, სემესტრის მიხედვით ხდება.

„თითოეული ეს პროგრამა მნიშვნელოვანია სტუდენტების წახალისებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობისათვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ძალიან კმაყოფილია,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42