ბესო ჩუბინიძე: „სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაშინ მე აღმოვჩნდი ის ვიღაც, ვინც ხმა ამოიღო. მაშინ ყველა მაგინებდა, დღეს მადლობას მიხდიან, მაგრამ აქცენტი არ უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ცუდი ტიპები არიან, ეს თავიდანაც ჩანდა, რომ ცუდი ტიპები იყვნენ ... ამიტომ, ვიღაცამ უნდა მიხედოს და ეს ვიღაცა, ვფიქრობ, მთავრობა უნდა იყოს, რადგან ბესო ჩუბინიძე ერთი მერცხალია და ვერ მოიყვანს გაზაფხულს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა მიხედოს, ეს იქნება განათლების სამინისტრო თუ ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცამ აუცილებლად უნდა მიხედოს. დაასაქმოს და დააინტერესონ ეს ახალგაზრდები, რომ არ უნდებოდეთ ასეთი მანიაკალური რაღაცები.
-მაშინ როდესაც თქვენ ნახეთ ეს ადამიანები, თუნდაც იმ გადაცემაში, იგრძნობოდა, რომ შეიძლებოდა როდესმე ასეთი შედეგი დამდგარიყო?
-ჩემდა სამწუხაროდ, მე ასეთი ცუდი თვისება მაქვს, როგორც ჟურნალისტს - ის, რომ ადამიანის გამოცნობა შემიძლია მისი შეხედვიდან 5 წამის შემდეგ და ზუსტად 5 წამში მივხვდი, თუ რა საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ამიტომაც გამოვჩნდი ასეთი აგრესიული იმ გადაცემაში. უსამართლობა ჩემში შობს აგრესიას, ოღონდ ისეთს არა, რომ მერე ვცემო ვიღაც და ცხვირ-პირი დავუმტვრიო. მე რომ ხმამაღლა ვსაუბრობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ცემაში უნდა მოვკლა, უბრალოდ, როგორც ჟურნალისტს, მე ბევრი ინფორმაცია მაქვს ასეთ და მის მსგავს ადამიანებზე... მე მათმა მშობლებმაც კი დამირეკეს თავის დროზე და მთხოვეს, ჩემს შვილს დაეხმარეო. მაგრამ საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. ურემი გადაბრუნდა და ახლა საინტერესო იქნება, გზა გამოჩნდება თუ არა.
მასალის გამოყენების პირობები






