გია ჯაჯანიძე რიტუალურ მკვლელობაზე: ,,გადაცემაში ვამბობდი, გვიშველეთ, ნახეთ რა ხდება... ეს ადამიანები ფაქტობრივად ჩვნებას აძლევდნენ“
საზოგადოება - 14:03, 06 Nov, 2016     38070
საზარელი ფაქტი რამაც საზოგადოება ძლიერ აღაშფოთა, როგორც გაირკვა რიტუალურ მკვლელობას და კანიბალიზმს უკავშირდება. სექტური დაჯგუფებების თემა კი პირველად ჯაჯანიძის „სხვა რაკურსში“ გაჟღერდა, ერთ-ერთი დამნაშავე ჯაჯანიძეს სტუმრად ჰყავდა, რომელიც მსგავს დაჯგუფებებზე ღიად საუბრობდა. მაგრამ მაშინ ამ ფაქტს შესაბამისი ორგანოების მიერ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ გია ჯაჯანიძეს ესაუბრა.


გია ჯაჯანიძე:
როდესაც გავიგეთ ასეთი დაჯგუფება არსებობდა და ისინი თბილისის ერთ-ერთ ცენტრში იკრიბებოდნენ, ჩვენ რა თქმა უნდა აღვშფოთდით, გავაგზავნეთ ჟურნალისტი და ჩავწერეთ ეს ახალგაზრდები. ჩვენი ვალი იყო ის რომ ეს ახალგაზრდები გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის და სხვადასხვა ორგანოებისთვის, რომ არსებობს ასეთი დაჯგუფება და ეს ბავშვები ცხოვრობენ ასე...

-როგორ დაჯგუფებაზე იყო საუბარი?

-მე ამ დაჯგუფებას კვალიფიკაციას ვერ მივცემ, იმიტომ რომ ესენი ხან ემოებს ეძახიან თავს, სექტასაც, სატანისტებსაც... მაგრამ იმ დროს, როდესაც მე ესენი მოვიყვანე, საზოგადოებას ვაჩვენე, რომ არსებობს ასეთი რაღაც... მაგრამ, სამწუხაროდ საზოგადოება ამას რატომღაც აღიქვამდა ამ ადამიანების პიარად.

ყველა გადაცემაში ვამბობდი, - გვიშველეთ, ნახეთ რა ხდება, ეს არ არის პროპაგანდა და ამას ვაკეთებდი, რომ ენახა ხალხს, შენ რომ საქართველოს მოქალაქე ხარ, უნდა იცოდე, შენს გვერდით ვინ ცხოვრობს, ამ დახურულ სივრცეს ამიტომ ვაჩვენებდით, რის გამოც ძალიან ბევრ ტალახს ვიღებდით.

ბოლოს რომ მოვიყვანე ეს ადამიანები, ფაქტობრივად რასაც ლაპარაკობდნენ, ჩვენებას აძლევდნენ, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ჩვეულებრივად მიიღო ეს საზოგადოებამ და იმ ორგანოებმაც, ვისაც ამისთვის უნდა მიეხედა. იმ დროს მხოლოდ ერთი რამ გამოიკვეთა - ჯაჯანიძე პროპაგანდას უკეთებს ამ ხალხს. ამით შემოიფარგლნენ, იმით კი არა, რაც ხდებოდა. მოსულიყვნენ, გამოეცხადებინათ პროტესტი და გაერკვიათ რა ხდებოდა. არა! ჩემზე იყო დარტყმა.

-და საბოლოოდ აღმოჩნდა რომ სწორედ ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კანიბალიზმშიც არის ეჭვმიტანილი...

-მე ვერაფერს ვიტყვი

-პროკურატურამ გაავრცელა ეს ინფორმაცია

- მე არ ვიცი რა მტკიცებულებები აქვთ იმათ, მაგრამ ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისათვის ძალიან უცნაურები იყვნენ ესენი. და მეტი რა გამეკთებინა?

-გადაცემაში ბესო ჩუბინიძის მიმართ იყო დიდი გაღიზიანება

-ვინც ყველაზე მეტად აღშფოთდა ამ ბავშვებით, იმის მიმართ იყო გაღიზიანება, სოციალურ ქსელში ჩუბინიძე ლამის ფაშისტად გამოაცხადეს.

აქედან გამომდინარე დასკვნა - საზოგადოება რასაც უყურებს ტელევიზორში, პროპაგანდად კი არ გამოაცხადოს, უნდა მიხედოს. ჩემს გადაცემაში მე ვსვამ პრობლემას, რომ მე ეს ვნახე, აღმოვაჩინე, და ეხლა მიხედეთ თქვენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42